
თორნიკე შენგელია
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის მე-18 ტურში ფენერბაჰჩეს უმასპინძლა და 14 ქულით, 65:79 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 13-დან 11 სროლა გამოიყენა, თუმცა თორნიკეს კარგმა შეხვედრამ ბასკონიას მაინც ვერ უშველა.
ქართველმა კაპიტანმა 8-დან 6 ორქულიანი, 2-დან ორივე სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო გამოიყენა. თორნიკემ 21 ქულას 7 მოხსნა, 3 პასი და 3 ბლოკი დაუმატა, რითიც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.
ბასკონიამ ევროლიგაში მე-11 მატჩი წააგო და მე-13 ადგილზეა. ვიტორიელები 15 იანვარს ზენიტის წინააღმდეგ ითამაშებენ.

გოგა ბითაძე
ინდიანა პეისერსის ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ ჩიკაგოსთან მოგებულ მატჩში 116:105 მოგებულ შეხვედრაში 15 წუთი ითამაშა. ამდენი გოგას 24 ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია. ბითაძეს მეტი გაქანება მისცა დომანტას საბონისის არყოფნამ, რომელიც ამ შეხვედრაში პარკეტზე არ გასულა.
ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მოგროვებულ 4 ქულას ბითაძემ 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. ბითაძე არ დაჯარიმებულა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ინდიანელთაგან საუკეთესო იყო ხუთეულში ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე მაილს ტერნერი, რომელმაც 33 წუთში 27 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.
24 მოგებითა და 15 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და მდევარ ორლანდოს მთელი 6 მოგებით უსწრებს. შემდეგი მატჩი ბითაძის გუნდს 14 იანვარს, შინ ფილადელფიასთან ელის.





ჩვენ








