შერმომ სარაგოსაში გაიმარჯვა
შერმომ სარაგოსაში გაიმარჯვა
12.01.2020
ავტორი: ი.პ.

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სტუმრად 111:99 მოუგო სარაგოსას. ქართველი ცენტრი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 26:37 წუთში 16 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 


ამ გამარჯვების წყალობით, ტენერიფე კოპა ACB ლიგაზე განთესილი იქნება. 


2020 წელს კანარის კუნძულელებმა სამი მატჩი გამართეს და სამივე მოიგეს. 14 იანვარს შერმადინის გუნდი საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე გადაერთვება, სადაც ჩეხურ ნიმბურკს შეხვდება, ჩემპიონატში კი 18 იანვარს ესტუდიანტესს უმასპინძლებს.