ბეილი არა, მაგრამ 2000 უელსელი ჩამოდის
ბეილი არა, მაგრამ 2000 უელსელი ჩამოდის
06.10.2017
ავტორი: თაკო კაპანაძე, თაჯი ჯი

„ბეილი, რომ არ არის დასანანია, რადგან თბილისში, გულშემატკივარი ვერ ნახავს ამ ფეხბურთელს", -  უპასუხა ვლადიმირ ვაისმა, უელსელ ჟურნალისტს, რომელსაც მატჩისწინა პრესკონერენციაზე პირველს ერგო „პატივი" შეკითხვა დაესვა. „ის, ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია და უკეთესი იქნებოდა მოედანზე ყოფილიყო. რამდენიმე ლიდერი, ჩვენც გვაკლია. ასე, რომ ძალიან რთული თამაში გველოდება".

უელსი, ბეილისთან, თუ ბეილის გარეშე და რემზისთან ერთად, ასეც და ისეც ხვალ, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ რთული თამაში ექნება, ეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში კარგად ესმით. მითუმეტეს, ქართველთა გუნდს ის ლიდერები, რომლებმაც კარდიფში ითამაშეს (ამ გუნდების პირველი შეხვედრა 1-1 დასრულდა), ხვალინდელ მატჩში არ იქნებიან. მიუხედავად ამისა, ვლადიმირ ვაისი თვილის, რომ 6 ოქტომბრის თამაში, ქართველთა სასარგებლოდ წარიმართება.

„ძალიან ვწუხვართ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. მან კიდევ ერთი ტრავმა მიიღო. იმედია, რომ  დაბრუნებას მალე და ჩვეულ ფორმაში შეძლებს, ისევ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს. სხვა მხრივ, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. თუმცა განწყობას არც არასდროს ვუჩიოდით. მატჩამდე, არც ერთი ფეხბურთელი და მწვრთნელი არ ფიქრობს, რომ თამაშს რამეს დააკლებს. ახლაც,  ვეცდებით მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რომელიც შესარჩევ ციკლში ჯერ კიდევ არ გვაქვს. სხვა საქმეა, რომ თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ამას აქამდეც ვიმსახურებდით", - ამბობს ვაისი.



მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ყურადღება იმ დეტალზეც გაამახვილა, რომ უელსის ნაკრები ინგლისის ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, აქედან ხარისხიც სახეზეა. ამ ფორმაციის ულესელთა შორის, ვაისი, რობსონ კანუსა და ვოუკსს გამოარჩევს, თუმცა უელსელი ჟურნალისტის დაჟინებულ მოთხოვნას, დეტალურად ესაუბრა ულესის „ღირსებებზე" ვაისმა თავი დიპლომატიურად დაიძვრინა, მირჩევნია, ჩემს ნაკრებზე ვისაუბროო.

„საქართველოს ჩემპიონატს აქტიურად ვადევნებ თვალს, დავდივარ სტადიონებზე, თითქმის ყველგან და ვნახე თამაშები. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონატის დონე ძალიან დაბალია, იმისთვის, რომ თუნდაც ის ფეხბურთელი, რომელსაც გოლები გააქვთ ეროვნულ ლიგაზე ნაკრებში გამოვიძახო. მართალია, ფედერაცია ყველაფერს აკეთებს დონის ასამაღლებლად, მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია. გიორგი ხარაიშვილზე მეკითხებით. მიუხედავად ეროვნულ ლიგაში კარგი თამაშისა, დღეს მზად არაა ეროვნული ნაკრებისთვის. ეროვნულ ჩემპიონატში კარგი თამაში არ ნიშნავს, რომ ის, ისეთივე წარმატებული იქნება, უელსის წინააღმდეგაც. ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული მყავს საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი სიხარულიძე. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი ახალგაზრდები, არაბიძე, ჩაკვეტაძე. ვცდილობ, მათ განვითარებას ხელი მაქსიმალურად შევუწყო. გია გეგუჩაძესთანაც გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმება და იმსთვის, რომ პრაქტიკა დააგროვონ, მათთვის ახალგაზრდულ ნაკრებში თამააში, უფრო სასარგებლო იქნება. მიმაჩნია, რომ არ იქნება მართებული, თუ მათი ასაკის ფეხბურთელებს მუდმივად ეროვნულ ნაკრებში გამოვიძახებ. ეს ეტაპობრივად, მეთოდურად უნდა მოხდეს. ახლა კი, ნაკრებში მყავს ძირითადი ბირთვი და ვფიქრობ, ბევრი ცვლილების დრო ნამდვილად არაა", - ამბობს ვაისი.

 


ვაისმა ისაუბრა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და მას შორის ახალ კონტრაქტზეც. უფრო ზუსტად, დაადასტურა, რომ ლევან კობიაშვილთან შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, არის უმნიშვნელო დეტალები, რომლებიც დაზუსტებას საჭიროებს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან წინ 2 შეხვერდაა დარჩენული და მხოლოდ, ამ სანაკრებო ციკლის დასრულების შემდეგ, კვლავ შეხვდება ფედერაციის ხელმძღავნელობას და მაშინ გადაწყდება მოეწერება ხელი კონტრაქტს თუ არა.

კონტრაქტის გაფორმებამდე, ვაისის საქართველოს ნაკრებს 2 თამაში აქვს დარჩენილი. სერბეთში 9 ოქტომბერს და მანამდე, ხვალ თბილისში, ულესის წინააღმდეგ, რომლის საქომაგოდაც საქართველოში 2000 უელსელი  ჩამოდის. „დინამო არენაზე" და TKT.GE-ზე, ბუნებრივია, 2000-ზე მეტი ბილეთი არის გაყიდული, თუმცა ეს არაა ის რაოდენობა, რაც საქართველოს საშინაო თამაშში ძალას მისცემს. ეს კარაგდ ესმით ფეხბურთელებს, ამიტომ, პრესკონფერენციაზე, ვაკო გვილიამ, ქართველ გულშემატკივარს თხოვნით მიმართა: „ვიცით, რომ ხვალ უელსის ნაკრებს 2 ათასამდე ქომაგი დაუჭერს მხარს. მინდა, რომ ჩვენ მეტნი ვიყოთ. იმედია, გულშემატკივარი მოვა და ჩვენს გვერდით იქნება. რაც შეეხება იმას, რომ ამ შესარჩევ ციკლში გამარჯვება არ გვაქვს - ეს ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. თუნდაც, უიღბლობა, მსაჯები. ფაქტია, რომ ჩვენი თამაშის ხარისხიდან გამომდინარე ახლა ჯგუფიდან გასვლისთვის უნდა ვიბრძოდეთ".

ერთად და ერთიანობა, ვაკო გვილიამ დღეს, ეს სიტყვები ხშირად ახსენა. ერთიანობაში, ფეხბურთელი, მწვრთნელი, ჟურნალისტი, გულშემატკივარი, ერთი ნაკრებისთვის ერთ საქმეს უნდა აკეთებდეს - ცალ-ცალკე დგომით, არაფერი გამოვაო.

 

„უელსის ნაკრებს გარეტ ბეილის სახით დიდი ძალა აკლია, მაგრამ შესაძლოა, ამ ფაქტმა მათზე უკეთესად იმოქმედოს. არავინ იცის, ეს ფეხბურთია. ვეთამაშებით ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. შევეცდებით გულშემატკივარს სიხარული დავუბრუნოთ. ქართველი ხალხი იმსახურებს ისეთ სიხარულს, რომელსაც ადრე თბილისის "დინამო" ანიჭებდა. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა იბრძოლოს დიდ ფორუმებზე გასასვლელად. ხვალინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები ყველაფერს გააკეთებს გამარჯვებისთვის. ქართველი გულშემატკივრის სიხარულის დრო ნადვილად მოვიდა", - ამბობს ვაკო გვილია.

ამ სეზონზე ბოლო ვარჯიში, „დინამო არენაზე" ერთ საათს გაგრძელდა. იმ 15 წუთის მანძილზე, რაც მედიისთვის ღია იყო, ბიჭებს კარგი განწყობა და ხვალინდელი თამაშისთვის მზადყოფნა ემჩნევათ. ახლა, მთავარია, ეს შემართება, ტრიბუნაზე მოსულმა გულშემატკივარმაც გადაინაწილოს. შეგახსნებეთ, ულესელებს 2000 ქომაგი მიჰყვებათ.  ბუნებრივია, ქართველებს „მტერი" მეტიც უნახავთ, თუმცა, არ გვინდა დავუშვათ, რომ „დინამო არენას" ბეილი გაავსებდა და საქართველოს ნაკრები ვერა.

 

რაც შეეხება ბეილს - საქართველოში გამომგზავრებადე, შეკრებაზე გამოცხადებულა, თუმცა კოჭს შეუწუხებია და არც გუნდთან ერთად უვარჯიშია. „რა თქმა უნდა, ცუდია, რომ დაგვაკლდება, მაგრამ ასეთი სიტუაციაში ადრეც ვყოფილვართ. ვფიქრობ, საკმარისად ძლიერი გუნდი გვყავს იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მიმდინარე შესარჩევ ციკლში უმეტესად ლიდერების გარეშე მოგვიწია თამაში და ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას. ხვალ თუ ვერ მოვიგეთ, ეს არ იქნება ბეილის არყოფნის ბრალი" - ამბობს კრის კოულმნენი.

უელსელთა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ ისე, არ ხდება, როგორც მას ხშირად სურს და ყოველთვის არ ჰყავს ის კონტინგეტნი, რომელიც შედეგს მოუტანს. თუმცა, სახელოვანების ადგილას ახალგაზრდები დაყენებისაც არ ეშინია.

უელსელებმა, ჩვენების მსგავსად, დღეს საღამოს „დინამო არენაზე" ივარჯიშეს.  მათ კარაგდ იციან და ახსოვთ, რომ საქართველოს ნაკრები კარგი გუნდია.  დასაკარგიც არაფერი აქვს და პირველ თამაშშიც, რომელიც კარდიფში ჩატარდა, ქართველებმა აშკარად აჯობეს.  მიუხედავად იმისა, რომ ხვალინდელ თამაშში საქართველოსა და ულესის ნაკრებებს სხვადასხვა ამოცანა აქვთ, უელსელთა ნაკრების თავკაცი მიიჩნევს, რომ „საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ციკლში დაამტკიცა, რომ ძალიან ძლიერი გუნდია. საქართველოს ნაკრები ბურთს კარგად ფლობს, თუმცა საერთაშორისო ფეხბურთში ხშირად ეს არაა საკმარისი და გამოცდილებაა მნიშვნელოვანი. დარწმუნებული ვარ, თუ ასე გააგრძელებს თამაშს, მომავალში წარმატებასაც მიაღწევს. წარსულს კი ჩვენთვის ხვალინდელ თამაშთან დაკავშირებით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს კრის კოულმენმა.

"ჩვენ არ ვსაუბრობთ - ბევრი სამუშაო გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ. ვეცდებით შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ და გავიმარჯვოთ. შემდეგ კი, უკვე ირლანდიასთან მატჩზე ვიფიქრებთ", -ამბობს ეშლი უილიამსი, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 6 ოქტომებს, „დინამო არენაზე", მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი 20:00-ზე დაიწყება. უელსელები ყველანაირად შეეცდებიან, რომ ქართველებთან უარყოფითი ბალანსი შეცვალონ. ამის გაკეთებაში, მათ თბილისში ჩამოსული 2000 ქომაგიც დაეხმარება. ახლა, მთავარია, ჩვენ როგორ დავუხდებით და დავიცავთ ბალანს, რომელიც 1994 წლიდან მოყოლებული სალაპარაკოდ მაინც გვაქვს.