
სასტუმრო „ბილტმორში" დღეს, არაოლიმპიურ სახეობებში 2019 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დააჯილდოვეს. რადიო JAKO FM-ის ტრადიციული დაჯილდოების ცერემონიას მთავრობის, მერიის, დიპლომატიური კორპუსის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
2019 წლის რჩეული ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო) გახდა.
წლის საუკეთესო სპორტსმენები არაოლიმპიურ სახეობებში ასევე გახდნენ:
შოთა თოფურია - საქართველოს ფუტსალის ასოციაცია
ლუკა ბრეგვაძე - საქართველოს პანკრატიონის გრაპლინგის და MMA ეროვნული ფედერაცია
ზურა თავბერიძე - საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ფედერაცია
დავით გულისაშვილი - უშუს ეროვნული ფედერაცია
ონისე ბუღაძე - ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია
გიორგი კვესელაძე - საქართველოს რაგბის კავშირი
კოტე ჯანაშია - საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაცია
ლუკა შონია - საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია
მერი არაბიძე - საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია
არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.





ჩვენ








