ზამთრის თასი 2020 უკრაინამ მოიგო
ზამთრის თასი 2020 უკრაინამ მოიგო
19.01.2020
ავტორი: სფფ-ს ინფორმაცია

ბათუმის ახალ სპორტის სასახლეში დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის 2020 წლის გათამაშება დასრულდა. 19 იანვარს, ლეგენდების ტურნირის მატჩებთან ერთად, 15-წლამდე ფეხბურთელთა გათამაშების ფინალური შეხვედრაც გაიმართა.


15-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს სფფ აკადემია რუსთავი და დინამო თბილისი დაუპირისპირდნენ. მატჩი აკადემიელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 3-1 დასრულდა. სფფ აკადემიამ ზამთრის თასის მოგება პირველად მოახერხა.

საქართველოს და უკრაინის ვეტერან ფეხბურთელთა ნაკრებებს შორის გამართული ლეგენდათა ტურნირის ფინალური მატჩი განსაკუთრებით საინტერესო და დრამატული გამოდგა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ორივე გუნდი აქტიურად უტევდა და გულშემატკივარმა უამრავი სახიფათო მომენტი იხილა. საბოლოოდ შედეგი უკრაინელთა შეტევებმა გამოიღო და ბოლო წუთებზე გადამწყვეტი გოლი ედუარდ ციხმეისტრუკმა გაიტანა.


ლაშა კუპრაშვილის ფოტო