სამთო გამყოლები
სამთო გამყოლები
03.03.2012
ავტორი:

გუდაურში, 26 თებერვლიდან, 4 მარტის ჩათვლით  სამთო გამყოლთა სკოლის შეკრება მიმდინარეობს. გუდაურის შეკრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, გერმანიის სამთო გიდების ასოციაციის, გერმანიის სათხილამური მასწავლებელთა ასოციაციისა და გუდაურის განვითარების ფონდის ერთობლივი ძალისხმევით ტარდება. გერმანელი დონორების დახმარებით მოხერხდა შეკრების მონაწილეთა აღჭურვა.

სამთო გამყოლთა სკოლა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფუნქციონირებს. ამჟამად, შეკრებაზე იმყოფება სხვადასხვა თაობის (სხვადასვხა ფედერაციის წარმომადგენელი), ილიაუნის ალპურ კლუბში გაწევრიანებული პროფესიონალი მთამსვლელი და მეკლდეური. საერთო ჯამში, შეკრებას 33 მონაწილე, მათ შორის ერთი გოგონა ესწრება. სამთო გამყოლის თეორიულ და პრაქტიკულ კურსს,  მათ გერმანელი და ქართველი სპეციალისტები უტარებენ.

საერთაშორისო სამთო გამყოლები დომენიკ ბარტენშლაგერი (Dominik Bartenschlager)  იოჰან ჯონნი (Johannes Jähn) და არჩილ ცინცაძე საერთაშორისო სამთო გიდების ასოციაციის (UIAGM IVBV) წევრები არიან. ასოციაციაში, რომელიც 1965 წლიდან ფუნქციონირებს,  მსოფლიოს ის, 22 ქვეყანაა გაერთიანებული, სადაც სამთო სპორტის სახეობები, დასვენება და ტურიზმი არის განვითარებული. ასოციაციაში გაერთიანებული სამთო გიდებიც მსოფლიოში უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებენ.

საქართველოში სამთო გამყოლთა შეკრებებების მოწყობა და კლასის ამაღლება მიზნად ისახავს, ქვეყნის  UIAGM-ში გაწევრიანებას.  საერთაშორისო ასიციაციის წევრობა კი გაზრდის მსოფლიოში საქართველოს, როგორც  ტურისტული ქვეყანის სტატუსს, ასევე გაზრდის უცხოელი ტურისტების ნდობას.

 26 თებერვლიდან ქართველმა სამთო გიდებმა სათხილამურო მომზადება და ზვავთნ მუშაობის თეორიული  სწავლებები გაიარეს. ყოველდღიურად მთაზე 7 საათიანი მუშაობის შემდეგ,  სწავლების დეტალებს თეორიუილი მეცადინეობის დროს განიხილავენ და დაშვებული ხარვეზის გამოსწორებას, უკვე მეორე დილიდან ახერხებენ.

გუდაურში მიმდინარე სწავლება არის მოსამზადებელი პერიოდი, UIAGM-IVBV სტანდარტების სწავლების უფლების მოსაპოვებლად, რაც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მომავალი სასწალო წლიდან იგეგმება. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ კი ქართველი სამთო გამყოლები საერთაშორისო დონეს გაუთანაბრდებიან.


ფოტო:   ©2012 Simon Toplak/Stofoto