
ზედიზედ მეორედ, საკალათბურთო კლუბი თბილისის „დინამო" „დუდუ დადიანის მემორიალის" გამარჯვებული გახდა. ტურნირი კი თბილისელებმა, მესამედ მოიგეს. ფინალში, „დინამომ", „ოლიმპი" დაამარცხა, რომელიც ნახევარფინალში, როგორც საუკეთესო მეორეადგილოსანი, ისე მოხვდა. ½ ფინალში კი „რუსთავი" დაამარცხა. დინამოელთათვის კი ½ ფინალიც, ფინალის ტოლფასი იყო. დინამოელთა ფინალში გასვლა, „ქუთაისთან" მატჩის ბოლო წამებზე გადაწყდა - მიუხედავად, იმისა, რომ მთელი თამაშის მანძილზე ლიდერობდნენ.
დღევანდელი შეხვედრა, კი დინამოელთათვის ოდანვ უხერხულად და მოულოდნელად დაიწყო. ისინი, მადევრის როლში აღმოჩნდნენ. მხოლოდ, პირველი პერიოდის 5 წუთი. შემდეგ, მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და დაწინაურებაც, მაგრამ ეს მეოთხედი ფრედ 20-20 დასრულდა. ისევე, როგორც წინა თამაშებში, დინამოელთა შორის კვლავ სერბი წარმოშობის ნიკოლა გაჩეშა, ილია ლონდარიძე და კაილ ტურპინი იყვნენ გამორჩეულები. თამაშის ბოლოს, ამ სამეულმა აქტივში ასე ჩანაწერი იყო: ნიკოლა გაჩეშა 17 ქულა (7 მოხსნა), ილია ლონდარიძე 11 ქულა, ტურპინი 10 ქულა (8 მოხსნა). ნიკოლა გაჩეშა, ფინალური მატჩის და ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს.
თითქმის პირველი მეოთხედის მსგავის გამოდგა მეორეც. „დინამოელები" ცდილობდნენ ანგარიშში დაწინაურებას, თუმცა „ოლიმპი" მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. „ოლიმპის" რიგებში განსაკუთრებით რეზო როგავა აქტიურობდა, რომელმაც მატჩის ბოლოს 18 ქულა მიითვალა. მეოთხედი და ტაიმი კი „დინამომ" 2 ქულიანი უპირატესობით მოიგო 15-13 (35-33).
„მიუხედავად იმისა, რომ 19 ქულით გავიმარჯვეთ, მაინც დაძაბული თამაში გამოვიდა. განსაკუთრებით, პირველ და მეორე მეოთხედებში. მეორე ტაიმიდან უკვე მოვახერხეთ თამაშის სადავეების საკუთარ ხელში აღება, შევიტანეთ გარდატეხა თამაშში და გავიმარჯვეთ", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ დინამოელი მიშა ბერიშვილი.
გარდატეხა კი დინამოელებმა, მესამე პერიდის მე-4-5 წუთებიდან შეიტანეს. სწორედ, ამ დროიდან მოყოლებული დინამოელები „გაქცევას" ახერხებენ. პერიოდი კი 21-6 მთავრდება. „დინამო" ამ მეოთხედის შემდეგ უკვე 17 ქულით უსწრებს ლეონიდ ივატინის გუნდს 56-39. ბოლო, მე-4 პერიოდის ერთ მომენტში, სხვაობამ ანგარიშში 22 ქულაც კი შეადგინა, თუმცა ამის იქით, დინამოელები აღარ წავიდნენ. ფინალი კი 19 ქულით, 67-48 მოიგეს.
„ძალიან სასიხარულოა, რომ დუდუს ტურნირი მოვიგეთ და ეს ზედიზედ, მეორედ მოვახერხეთ. ამავდროულად, სეზონის დაწყებამდე, სუპერლიგა მაქვს მხედველობაში და თუნდაც, ევროტურნირების ახალი ციკლისთვის, დადიანის მემორიალი მოსამზადებლად, იდეალური შანსია და კარგად გამოვიყენეთ. ევროტურნირების წინ მსგავსი წარმატება მნიშვნელოვანია. ტურნირის მანძილზე, გვქონდა კარგი და ცუდი მომენტები და რომლებზეც კიდევ მოგვიწევს მუშაობა. იმედი მაქვს, რომ როგორც ევროტურნირებამდე, ასევე სუპერლიგამდე გვეყოფა დრო, მათ გამოსასწორებლად და სათანადოდ მოსამზადებლად. ჩვენი მიზანი ისევ მაქსიმუმის მიღწევაა. რამდენად გამოგვივა ვნახოთ", - ამბობს ირაკლი ხოშტარია, „დინამოს" მთავარი მწვრთნელი.
დუდუ დადიანის თასი დინამოელთა კაპიტანს, ილია ლონდარიძეს დადიანის ძმიშვილებმა სანდრომ, ნიტამ და ანდრიამ გადასცეს. „მნიშვნელოვანი და სასიხარულოა, რომ დუდუს ტურნირი ამდენი წელია ტარდება. მივულოცავ „დინამოს" ზედიზედ მეორე ტურნირზე გამარჯვებას", - ამბობს სანდრო დადიანი, დუდუს ძმიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დუდუ დადიანის მემორიალი, ტრადიციულად ახალ საკალათბურთო სეზონს უსწრებს წინ. ტურნირის გამარჯვებული, თბილისის „დინამო" სუპერლიგის პარალელურად ევროტურნირებზეც ასპარეზობს. თუმცა, მორიგ ევროპულ მატჩამდე დინამოელებს, 12 ოქტომბერს, „ქუთაისთან", ამჯერად სუპერთასზე მოუწევთ თამაში. ამ მატჩში მონაწილეობის უფლება „დინამომ" 2016-2017 წწ ჩემპიონობის გამო, „ქუთასიმა" კი საქართველოს თასის აღებისთვის დაიმსახურეს.





ჩვენ








