მეათე შედეგი ევროპაზე
მეათე შედეგი ევროპაზე
24.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. ბუდაპეშტში მიმდინარე პირველობაზე, ქართველებმა ბოლო შეხვედრა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ, მე-9 ადგილისთვის გამართეს. მიუხედავად იმისა, რომ მთელი შეხვედრის მანძილზე ქართველები ლიდერობდნენ, მაშინ, როდესაც სხვაობა ანგარიშში 4-ბურთიანი იყო, გერმანელებმა თავდაპირველად ანგარიშს გათანაბრება მოახერხეს. შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე კი 1 ბურთით დაწინაურდნენ. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მატჩი მინიმალური ანგარიშით, 8-9 დასთმო. საქართველოს ნაკრები ამ შედეგით ევროპის ათ საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.


საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 6 შეხვედრა ჩაატარა და აქედან მხოლოდ ორში, ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო მატჩი საფრანგეთთან ანგარიშით 9-7 და მე-9 ადგილისთვის თამაშში, თურქეთთან 12-6 გაიმარჯვა. დანარჩენი 4 შეხვედრა, საბერძნეთის (, იტალიის, რუსეთის (13-14) და ბოლოს გერმანიის ნაკრებებთან კი, ქართველმა წყალბურთელებმა წააგეს. საბოლოოდ, კი საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მეათე ადგილზე დაასრულა.


საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციის ფოტო