
უახლოეს მომავალში სფფ-ს საკლუბო ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება, ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. თუმცა, ამ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, სფფ-ს აღმასრულებელი კომიტეტის 2020 წლის პირველი სხდომის შემდეგ, რომელზეც უმთავრესი საკითხი, სწორედ ქართული კლუბების ლიცენზირება იყო, ჯერ, ხმამაღლა არ საუბრობენ.
„2020 წელს აღმასრულებელი კომიტეტი პირველად შეიკრიბა, ეს წელი ქართული ფეხბურთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღევანდელი სხდომის ძირითადი თემა საკლუბო ლიცენზირების შედეგები გახლდათ. რამდენიმე გუნდი გამოგზავნილი დოკუმენტაციიდან გამომდინარე, ლიცენზირების კომიტეტის დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა. ერთ-ერთი ასეთი კლუბი გახლავთ "ცხინვალი", დღეს კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას. მათ უნდა წარმოედგინათ ყველა იმ ვალდებულების შესრულების დოკუმენტაცია, რომელიც კლუბს ჰქონდა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად ლიცენზირების კომიტეტი, რომელიც აკვირდებოდა კონკრეტულ ვადებში ვალდებულებების შესრულებას ინფორმირებულ იქნება ამ საკითხის შესახებ და მათი გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი", - აღნიშნა სხდომის დასრულების შემდეგ, დავით მუჯირმა.
სფფ-ს გენერალური მდივნის თქმით, რამდენიმე კლუბს, თებერვლის ბოლომდე, შესაბამისად, ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშების დაწყებამდე მიეცა ვადა, „რათა დაფარონ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გააჩნიათ საკუთარი თანამშრომლების მიმართ".
TSFF.GE-სთვის სანდო წყაროებზე დაყრდნობით, ცნობილია, რომ ლიცენზირების კომიტეტის მონიტორინგის ქვეშაა ქუთაისის „ტორპედოც". ეროვნული ლიგის ერთ-ერთ თვითმყოფადი გუნდის ირგვლივ, კვლავ გაურკვევლობაა. ე.წ. იტალიელი ინვესტორი, რომელიც ვითომდა 2020 დასაწყისში უნდა გამოჩენილიყო, კვლავ არსად ჩანს. ქუთაისის მერია, აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს ამ ეტაპზე არ აკეთებს. ამასობაში კი, „ტორპედოს" ლიცენზირების გავლისას დათქმული ვადა, ხარვეზების გამოსასწორებლად ეწურება.
სფფ-ს ფოტო / ლაშა კუპრაშვილი





ჩვენ








