პირველი მედალი თელ-ავივის გრანპრიზე
პირველი მედალი თელ-ავივის გრანპრიზე
24.01.2020
ავტორი: თ.ჯ.

თელ-ავივში მიმდინარე გრან-პრის პირველი წარუმატებელი დღის შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ პირველი მედალი მოიპოვა. 2019 წლის ბრინჯაოს მედალოსანი, 2018 წლის ბრინჯაოს მფლობელ თურქ ათლეტს ვედათ ალბაირაქს დაუპირისპირდა და საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. აღნიშნული ყალიბის მედალი გრან პრის ტურნირებზე, ქართველი სპორტსმენისთვის მეორეა.


თელ-ავივის გრან პრი, ისრაელში მეორედ ტარდება. შეჯიბრში, რომელიც 23-25 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობს საქართველოს 9 წარმომადგენელი მონაწილეობს.


საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

-81კგ - ლუკა მაისურაძე,

-90კგ - იმედა გოგოლაძე,

-100კგ - ილია სულამანიძე,

+100კგ - გელა ზაალიშვილი,

-52კგ - ტეტიანა ლევიცკა-შუკვანი, მარიამ ჯანაშვილი,

-57კგ - ეთერ ლიპარტელიანი,

-70კგ - მარიამ ჭანტურია,

+78კგ - სოფიო სომხიშვილი.


წონითი კატეგორიების მიხედვით, თელ-ავივის Shlomo Group Arena-ზე სპორტსმენები შემდეგი გრაფიკით ასპარეზობენ:

23 იანვარი: -60კგ, -66კგ, -48კგ, -52კგ, -57კგ.

24 იანვარი: -73კგ,-81კგ, -63კგ, -70კგ.

25 იანვარი: -90კგ, -100კგ, +100კგ, -78კგ, +78კგ.


შესაბამისად ასპარეზობის ბოლო დღეს, ტატამზე კიდევ 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.


IJF-ის ფოტო