სათამაშო პრაქტიკა და ხარისი - ის, რაც დღეს საქართველოს დააკლდა
სათამაშო პრაქტიკა და ხარისი - ის, რაც დღეს საქართველოს დააკლდა
06.10.2017
ავტორი:

2018 წლის ბოლოსწინა შესარჩევი მატში, საქართვეოს ეროვნულმა ნაკრებმა, 6 ოქტომბერს „დინამო არენაზე" უელსთან, 0-1 წააგო. საქართველოსა და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებაში, ეს, პირველი თამაში გამოდგა, რომლის მოგებაც უელსელებმა მოახერხეს.

ამ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გავიდა. უელსელთა მე-17 ნომერმა, ტომ ლოურენსმა, მინდვრის ცენტრიდან, რემზის გადაცემის შემდეგ  მარტივად მოახერხა ქართველი მცველების მოტყუება და შორეული დარტყმით, გიორგი ლორიასაგან შორეულ კუთხეში გაიტანა. ქართველთა მეკარე კი მისწვდა ბურთს, მაგრამ მოგერიება ვერ მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ლორიამ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს, რამდენიმე  მომენტში, საქართველოს ნაკრები აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

„ლორიამ, დღეს რამდენჯერმე გადაგვარჩინა. მერებაშვილსაც თავისმხრივ, მეკარემ ბოლო მომენტში შეუშლა ხელი. ჯაბა კანკავა, ბათუმში ბოლო თვეებია დამოუკიდებლად, თავისით ვარჯიშობდა და ეს არის ბიჭი, წარმოუდგენლად დასაფასებელი, რომელიც არა თუ გუნდს, ტოპ-ლიგის გუნდში თამაშს იმსახურებს" - ამბობს ვლადიმირ ვაისი.

ამ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ ერთხელ, 79-ე წუთზე შემქნა რეალური საგოლე მომენტი, თუმცა გიორგი მერებაშვილის დარტყმულს ნახევარი უელსის ნაკრები „ჩაუწვა" და არც მეკარე დადგა უსაქმოდ. საერთოდ, მერებაშვილი ამ დღეს, გიორგი კაკაბაძესთან და ჯაბა კანკავასთან ერთად ქართველთა შორის ყველაზე გამორჩეული იყო.

„დღევანდელი თამაშის ერთ-ერთი ახსნა, სათამაშო პრქტიკაა. აბურჯანიას კლუბში არ ათამაშებენ. დაუშვილს, კანკავა - საერთოდ რამდენი ხანია უკლუბოდაა. გვილია სკამზე ზის, კვეკვესკირიც ასევე. ბიჭებმა თავდაუზოგავად, მაქსიმალურ ზღვარზე ითამაშეს. რა თქმა უნდა პასის შემდეგ იყო, ბოლო მომენტიც... ის, რასაც აკეთებს ჯანო, ოქრიაშვილი, მჭედლიძე. დღეს არც ერთი არ გვყავდა. ბუნებრივია, ეს ჩვენ ვიცით, მაგრამ მე ბიჭებზე ცუდს ვერაფერს ვიტყვი. ერთმა პოზიციურმა შეცდომამ გოლამდე მიგვიყვანა. ბოლოშიც გვქონდა 2 მომენტი, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. ერთი მერებაშვილის, სადაც მეკარემ გადაარჩინა უელსი და ბოლო წუთებზე კიდევ ერთი. ამიტომაც წავაგეთ 0-1. ფაქტია, რომ მსგავსი სიტუაცია მეორდება მთელი საკვალიფიკაციო ეტაპია. ვთამაშობთ, ვთამაშობთ და გოლის გატანას ვერ ვახერხებთ. ეს უკვე თამაშის ხარისხსი და სხვა თემებია," - ამბობს მატჩის შემდგომ პრესკონფერენციზე ვაისი.

სხვათა შორის, სწორედ, კაკაბაძეს შეეძლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, ანგარიშის გაქვითვა, მაგრამ კარში დარტმას მან, გადაცემის გაკეთება არჩია და მომენტი დაიკარგა.

„კაკაბაძეს, რომ  გოლი გაეტანა, ჩემი შეცდომა იქნებოდა, რადგან ლოურენსი შევცვალე. ჩემს მიერ გაკეთებული ტაქტიკური გადაადგილებით, იმ კონკრეტულ მომენტში, სუსტად ვითამაშეთ, თუმცა ჩვენდა სასიხარულოდ კაკაბაძემ გოლი ვერ გაიტანა. ჩვენ მოვახერხეთ ბეილის გარეშე გამარჯვება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბეილი და რემზი, გუნდისთვის დიდი ძალაა და ორივე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.  მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო, გადამწყვეტი მატჩი ირლანდიასთან გვაქვს, კარდიფში. ბუნებრივია, ჩვენი მიზანია გამარჯვება. შესაძლოა ხელს ფრე გვაძლევდეს, მაგრამ მხოლოდ მოგებისთვის ვიბრძოლებთ", - აღნიშნა მატჩს შემდეგ უელსელთა მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა.

უელსმა, ამ გამარჯვებით, საქართველოსთან ურთიერთშეხვედრების ნავსი გატეხა, 3 წაგებისა და ერთიც ფრედ დამთავრებული შეხვედრის შემდეგ, როგორც იქნა გაიმარჯვა. თანაც, უელსელები 60-წლიანი პაუზის შემდეგ, ახლოს არიან კვალვ ითამაშონ მსოფლიო ჩემპიონატზე.

საქართელოსა და ულესის ეროვნული ნაკრებების მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, საქართველოს ნაკრები ნანატრ გამარჯვებას და ხარისხიან ფეხბურთს აანონსებდა. თუმცა, რეალურად, მიმდინარეობისას საპირისპირო გამოჩნდა და იმედია, ეს, ბოლო პერიოდში ნაკრების მიერ ნაჩვენები უხარისხო თამაში, აღარ განმეორდება. მითუმეტეს, რომ 3 დღეში ქართველებს ამ შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩი აქვთ გასამართი გასვლაზე, სერბეთში, რომელსაც ჰაერივით სჭირდება გამარჯვება და ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე მოსკოვის საგზურის აღება.

საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი (76' ჯიღაური), ქვილითაია (76' სხირტლაძე), გვილია (89' ხოჭოლავა), მერებაშვილი, კაკაბაძე, ნავალოვსკი.

უელსი: ჰენესი, განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი, ალენი, კინგი, რემსი, ლედლი (82' ედვარდსი), ლოურენსი (90+1' ვუდბარნი), ვოუქსი (74' რობნსონ-კანუ)

6 ოქტომბეტრს, ჩვენს ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა: ავსტრია - სერბეთი 3:2, ირლანდია - მოლდოვა 2:0.