საფრანგეთში, ქართველი მორაგბე ავტოავარიაში დაიღუპა
საფრანგეთში, ქართველი მორაგბე ავტოავარიაში დაიღუპა
26.01.2020
ავტორი: ს.ნ.

ქართველი მორაგბე ბექა ბურდიაშვილი, საფრანგეთში ავტოავარიაში დაიღუპა. ფრანგული მედიის ცნობით, 28 წლის სპორტსმენმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზიდან გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას, ბექა ბურდიაშვილი გარდაცვლილი დახვდა.


მორაგბე, რომელსაც საქართველოს ნაკრებში არ უთამაშია, 2014 წლიდან „გროლეს" ღირსებას იცავდა და ამ დღესაც, „გროლესა" და „ლავორის" მატჩში სათამაშოდ მიდიოდა. თანაგუნდელებმა ბექას დაღუპვის ამბავი მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გაიგეს. ფრანგულმა რაგბის ოჯახმა კი, ინფორმაციის შეტყობიდან მალევე, ტურის დარჩენილი თამაშები გადადო.