
კობი ბრაიანტი, NBA-ს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, დღეს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. „ლოს-ანჟელოს ლეიკერისი" ყოფილი მოთამაშე ქალაქთან ახლოს მთებში ჩამოვარდა. BBC-ის ინფორმაციით კალათბურთელი ბორტით, შვილთან, 13 წლის ჯიჯი ბრაიანტთან ერთად მგზავრობდა. მათ გარდა ვერტმფრენში, რომელიც საბოლოოდ ძლიერი ნისლის, ქარისა და უამინდობის მსხვერპლი გახდა, კიდევ 7 მგზავრი იმყოფებოდა. ადგილზე მისულ მაშველებს ყველა გარდაცვლილი დახვდა.
ბრაიანტი ხშირად სარგებლობდა Sikorsky S-76-ის პირადი ვერტმფრენით, მათ შორის „ლეიკერსის" მატჩებზე დასასწრებად ამ ბორტით ხშირად მგზავრობდა.
თვითმხილველების თქმით, მათ გაიგეს, ვერტმფრენს ჩამოვარდნამდე, როგორ გამოერთო ძრავი.
41 წლის ბრაიანტი მთელი კარიერის მანძილზე „ლეიკერსის" ღირსებას იცავდა. 20 სეზონის მანძილზე, მის ანგარიშზე ჩემპიონის 5 ტიტულია, 2-ჯერ აშშ-ს ნაკრების შემადგენლობაში ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლები მოიგო. ის NBA-ს ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც 4-ჯერ, ყველა ვარსკვლავის მატჩის MVP ტიტულის მოგება მოახერხა. ბრაიანტი, პროფესიული სპორტიდან 2016 წლის აპრილში წავიდა, თუმცა, კალათბურთთან კონტაქტი არ გაუწყვეტია.
ავიაკატასტროფაში დაღუპული ჯიჯის გარდა, ბრაიანტსა და მის მეუღლეს ვანესას კიდევ სამი შვილი ჰყავთ ნატალია, ბიანკა და კაპრი.





ჩვენ








