2020 წლის პირველი მედლები ძალოსნებისგან

27.01.2020
ავტორი: თ.ჯ.
დღეს, იტალიაში საერთაშორისო ტურნირი დაიწყო ძალოსნობაში, რომელზეც ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდება. მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით 4 ძალოსნით წარსდგება. ტურნირში გამარჯვებისათვის და ოლიმპიადის ლიცენზიების მოსაპოვებლად, შოთა მიშველიძე, გოგა ჩხეიძე, ანტონ პლესნოი და ლაშა ტალახაძე იბრძოლებენ. მათ შორის, ფიცარნაგზე გამოსვლა, 61კგ-შო მოასპარეზე შოთიკო მიშველაძეს მოუხდა.
ქართველმა ძალოსანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა ატაცში. ამისთვის, მიშველაძემ სამივე მისვლა - 123/128/131 კგ. წარმატებით გამოიყენა.
მიშველიძემ აკვრაში თავი 145/151/155 კილოგრამს გაართვა და აქაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ძალოსანმა იგივე შედეგი დააფიქსირა ორჭიდის ჯამში დაგროვებული 286 კილოგრამით.





ჩვენ








