კიდევ ორი მედალი რომიდან

28.01.2020
ავტორი: ს.ნ.
რომში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაში, ხვალ ანტონ პლესნო, ზეგ კი, ლაშა ტალახაძე ჩაებმებიან.
დღეს, კი ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება გოგა ჩხეიძემ იასპარეზა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში სამივე მისვლა 125/129/133 წარმატებით გამოიყენა და მეოთხე საფეხური დაიკავა.
ძალოსანმა, აკვრაში თავი 151/158 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ორჭიდის ჯამში მოგროვებული 291 კილოგრამით კი, გოგა ჩხეიძე კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.





ჩვენ








