ფრე ორრაუნდიან სპარინგში
ფრე ორრაუნდიან სპარინგში
29.01.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 19-წლამდე ქალთა ნაკრებმა, 27 და 29 იანვარს, წლის პირველი ამხანაგური მატჩები გამართა აზერბაიჯანელ თანატოლებთან, პირველი შეხვედრა, ქართველმა გოგონებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 მოიგეს. მომდევნო მატჩში კი 0-1 დამარცხდნენ.


„ჩემპიონატი დიდი ხნის დამთავრებულია და თავისთავად, ფეხბურთელებიც არ არიან ისეთ კონდიციაში, როგორიც ჩვენი მოთხოვნებია. ეს თამაშები, სწორედ ამიტომ დაიგეგმა, რომ გუნდი, ევროპის ჩემპიონატს, კარგად მომზადებული შეხვდეს. პირველი თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, მეორეში სამწუხაროდ დავმარცხდით. მეორე შეხვედრის პირველ ტაიმში, სამწუხაროდ, გუნდი ვერ გამოიყურებოდა სათანადოდ. ის, ერთადერთი გოლიც სწორედ, მატჩის იმ მონაკვეთში გაგვიტანეს. მეორე ნახევარში, გუნდმა ის თამაში ითამაშა, რასაც მათგან ვითხოვთ, უბრალოდ, გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. ზოგადად, ამ ორმა თამაშმა დაგვანახა დადებითი და უარყოფითი მხარეები, ის, თუ სად გვაქვს პრობლემები და შესაბამისად, რაზე გვაქვს სამუშაო. გუნდის თითოეულ წევრს, ფეხბურთელსაც და სამწვრთნელო შტაბსაც გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რა სიძლიერის გუნდებთან მოგვიწევს ზაფხულში თამაში, ამიტომ, ბევრი სამუშაო გვაქვს",  - ამბობს ლევან ბაჯელიძე, ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE-სთან საუბარში.


შეგახსენებთ, რომ საქართველო 2020 წლის 21 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით, ქალთა შორის 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს  უმასპინძლებს. ამ დროის მანძილზე საქართველოში აღნიშნული ასაკის 8 გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორის ერთ-ერთი, მასპინძელი, საქართველოს გოგონათა ნაკრები იქნება. 2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით ქართველი გოგონები რამდენიმე საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. დღეს, ამ ციკლის პირველი შეკრება დასრულდა.