
იტალიაში მიმდინარე, რომის საერთაშორისო ტურნირზე ძალოსნობაში, რომლის დროსაც ზაფხულის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები თამაშდება, ქართველი ძალოსნებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს.
ასპარეზობის მესამე დღეს, ფიცარნაგზე 96კგ კატეგორიაში მოასპარეზე ანტონ პლესნოი გამოვიდა და ჩვენი ქვეყნის ნაკრებს ჯამში სამი ოქროს მედალი მოუტანა. ამით პლესნოიმ, ქართველ ძალოსანთა ყულაბაში 2020 წლის პირველი ოქროს მედლები ჩადო.
პლესნოიმ, თავდაპირველად, აააცში 170/176 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. შემდეგ კი, აკვრაში 201/210 კილოგრამის აწევა მოახერხა და კვლავ საუკეთესო შედეგი აჩვენა. ორჭიდში, ანტონ პლესნოიმ 386 ქულა მოაგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
ხვალ, რომში, ასპარეზობის ბოლო დღეა. ამ დღეს, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი კაცი, ლაშა ტალახაძე გამოვა ფიცარნაგზე.





ჩვენ








