უდროოდ შეწყვეტილი ჰიმნის გამო, სფფ-მ ბოდიში მოიხადა
უდროოდ შეწყვეტილი ჰიმნის გამო, სფფ-მ ბოდიში მოიხადა
07.10.2017
ავტორი:

„მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩის საქართველო - უელსის დაწყებამდე, სტუმარი გუნდის ჰიმნის მიმდინარეობისას მომხდარი ტექნიკური ხარვეზის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბოდიშს უხდის უელსის ეროვნულ ნაკრებს, მის გულშემატკივრებსა და უელსის ფეხბურთის ასოციაციას.

The Georgian Football Federation would like to sincerely apologise to the national team of Wales, its fans, as well as the Football Association of Wales, for the technical fault which disrupted the Welsh national anthem before the 2018 World Cup qualifying game between Georgia and Wales."

ამ შინაარისის ორენოვანი მიმართა დღეს, სფფ-ს სოციალური ქსელით გავრცელდა. ფედერაციის მხრიდან, ამ განცხადების გაკეთების საბაბი, გუშინ, მსოფლიოს 2018 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩის დროს, „დინამო არენაზე" უელსელთა შეწყვეტილი ჰიმნი გახდა.

2000 სტუმარმა გულშემატკივარმა და უელსის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ინციდენტის დროს საკუთარი ქვეყნის ჰიმნის დასრულება საკუთარ თავზე აიღეს.  ამასობაში კი სტადიონის დიქტორმა საქართველოს ჰიმნი დაანონსა და მალევე, ჰიმნიც აჟღერდა.

ამ მოვლენას, უელსელმა ქომაგებმა და ჟურნალისტებმა თამაშის მიმდინარეობსას, სოციალური აქტიურობა მოაყოლეს, თუმცა, რა მოხდა, რეალური მიზეზით, არავინ დაინტერესებულა. თუ ჰიმნის რომელი ვერსია უნდა გაჟღერდეს, ამის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უცხოელი ორგანიზატორები იღებენ. აღნიშნული „ცერემონია" რამდენჯერმე რეპეტიაციას გადის, რა დროსაც დეტალები ზუსტდება. ამავდროულად, ქართული (ისევე, როგორც უელსში მასპინძელი) მხარე, საკუთარი ნებით, მატჩის მსვლელობისას დაკარგული ბავშვის შესახებაც კი, ფიფა (უეფა)-ს ნებართვის გარეშე გამოცხადებასაც კი ვერ გაბედავდა. ეს ისე, ინფორმაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში 2015 წელს სუპერთასის შეხვედრა ჩატარადა და უეფამ აღიარა, რომ ეს იყო, ყველა ადრე ჩატარებულ სუპერთასებს შორის საუკეთესოდ ორგანიზებული, თბილისსა და საქართველოს, უეფას, საკმაოდ მნიშვნელოვანი და რეიტინგული ღონისძიებების ჩატარება მიანდო.  სულ ბოლოს, თბილისმა და გორმა, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლა. წელს ჩატარდა 19-წლამდე გოგონათა საკვალიფიკაციო ეტაპი, ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ  ამ პერიოდის მანძილზე,  არც ერთი ღონისძიების დროს, თუ არ ჩავთვლისთ ზოგიერთი გულშემატკივრის უხამს საქციელს, საორგანიზაციო კუთხით, ხარვეზი არ დაფიქსირებულა.