
ის, რომ ლაშა ტალახაძესთან პაექრობა ყველა სხვა დანარჩენს გაუჭირდებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა. თუმცა, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცის ფიცარნაგზე გამოსვლის დასრულებამდე ქართველო ძალოსნის უპირატესობაზე მაინც ერიდებოდნენ ღიად საუბარს.
როგორც მოსალოდნელი იყო ლაშა ტალახაძემ, რომის საერთაშორისო ტურნირზე მეტოქეებს დიდი უპირატესობით აჯობა.
ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშების ბოლო დღეს, სადაც 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მედლებიც თამაშდებოდა, ლაშა ტალახაძემ (+109 კგ) ატაცში 200/210/215კგ. დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ, ქართველმა ძალოსანმა აკვრაშიც კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური დაიკავა და ამისთვის 235/245/255 კილოგრამი დაძლია. ორჭიდის ჯამში, ტალახაძემ 470 კილოგრამი დააგროვა და რომში, გათამაშების ბოლო დღეს, საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
რომის მსოფლიო თასზე ქართველმა ძალოსნება 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.





ჩვენ








