შენგელიას 14 ქულა ბასკონიას ათენში მოსაგებად არ ეყო
შენგელიას 14 ქულა ბასკონიას ათენში მოსაგებად არ ეყო
31.01.2020
ავტორი: ი.პ.

ევროლიგის 22-ე ტურში თორნიკე შენგელიასა ბასკონია საბერძნეთში ოლიმპიაკოსს ესტუმრა და 10 ქულის სხვაობით - 70:80 დამარცხდა.


ქართველთა გუნდმა ბერძნებთან ოთხივე პერიოდი წააგო. თორნიკეს პირველ ტაიმში უკვე 10 ქულა და 5 პასი ჰქონდა. სამწუხაროდ, ქართველმა კალათბურთელმა მეორე ტაიმში მხოლოდ 4 ქულა ჩააგდო. მან 9-დან 4 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმჩო ჩააგდო, რასაც 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.


8 მოგებით და 14 მარცხით ბასკონია ევროლიგაში მე-14 ადგილზეა და მომდევნო ტურში, 4 თებერვალს, მადრიდის რეალს ესტუმრება.