
კალათბურთის მთავარმა ოფისმა პირველად გადაწყვეტილებებში შეტანილი ცვლილებების შესახებ განაცხადა. კერძოდ, ფიბა-მ ქალთა შორის ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ადგილი ჩინურო ფოშანი, ბელგრადში გადაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ფოშანი, კორონავირუსის ეპიდემიის ცენტრიდან 1008 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, მთავარმა საკალათბურთო ოფისმა, გადაწყვიტა სპორტსმენების ჯანმრთელობით არ გაერისკა.
შესაბამისად, 6 თებერვლიდან, ბელგრადში ჩინეთის, დიდი ბრიტანეთის, კორეისა და ესპანეთი ნაკრებები „სითი არენზე" იასპარეზებენ. სერბეთის მთავარ ქალაქს, კი ვირუსის კერის წარმომადგენელთა სტუმრობისა და ჩინეთში გასამართი ჯგუფური ტურნირის მასპინძლობის გარდა, საკუთარი ქვეყნის ჯგუფური ეტაპის გამართვაც მოუწევს.
კიდევ 2 ჯგუფური ეტაპი ბელგია და საფრანგეთი მასპინძლობენ. ჯგუფური ეტაპის თამაშები მომდევნო კვირაში გაიმართება.
რაც შეეხება ვაჟთა თამაშებს, ისინი ივნისში ჩატარდება და როგორც ნათქვამი იყო, ჯგუფები საუკეთესოებს კანადაში, ხორვატიაში, ლიეტუვასა და სერბეთში ჩაატარებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბელგრადში, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები 23 თებერვალს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩში სერბეთს დაუპირისპირდება.





ჩვენ








