ძალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

01.02.2020
ავტორი: თ.ჯ.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრები, რომში გამართული მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში დღეს დაბრუნდნენ. რომის ტრიუმფატორების, ქართველი ძალოსნების სათვალავში 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია.
ტოკიოს 2020 წლის სალიცენზიო ტურნირზე ქართველმა ძალოსნებმა ლაშა ტალახაძემ და ანტონ პლესნოიმ ოქროს, შოთა მიშველიძე ვერცხლის, ხოლო გოგა ჩხეიძე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შეჯიბრისთვის გუნდი, მთავარი მწვრთნელის გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით ავთო გახოკიძემ და გუნდის ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა მოამზადეს.
აღსანიშნავია, რომ რომში გამართულ მსოფლიო თასზე გიორგი ასანიძის მეთაურობით მყოფმა 4 კაციანი ნაკრების ოთხივე წევრმა შეძლო მედლის აღება. საერთო ჩათვლაში კი, გუნდური მესამე ადგილი მოიპოვა.
ფოტო გურანდა გურასაშვილის





ჩვენ








