ავთანდილ ასათიანის გუნდი „ევრო 2022“-ის მომდევნო ეტაპზეა
ავთანდილ ასათიანის გუნდი „ევრო 2022“-ის მომდევნო ეტაპზეა
01.02.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სიმი საიოტისა და არჩილ სებისკვერაძის დუბლით, საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა „ევრო 2022"-ის პირველი ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის, ბოლო მატჩის, პირველი ტაიმი 3-0 მოიგო. სამი გატანილი გოლის გარდა, ქართველ ფეხბურთელებს კიდევ ჰქონდათ კოსოვოს ნაკრების კარის აღების შანსი. კოსოვოელებს კი, შეიძლება ითქვას, გვარიანად ქართველთა კარისთვის, არც შეუტევიათ. თუმცა, იყო ორი მომენტი, როდესაც ჩვენი ნაკრების კარი გოლისგან ზვიად კუპატაძემ იხსნა.


მეორე ტაიმშიც ქართველთა უპირატესობა აშკარა იყო. საერთო ჯამში პირველი ტაიმის 3 გოლის, ბოლო 20 წუთშიც კიდევ, 3 დაუმატეს. კოსოვოელთაგან კი, პრესტიჟის გოლის გატანა დრილონ მაჰარაჯიმ მოახერხა. ქართველთაგან კი, აღნიშნულ ტურნირზე, სადებიუტო გოლი ნიკოლოზ კურტანიძემ, თალესმა და არჩილ სებისკვერაძემ გაიტანეს.


აღსანიშნავია, რომ სებისკვერაძემ, მეორე მატჩში ზედიზედ ჰეთ-თრიქი გააკეთა, საერთო ჯამში, კი ქართველთა გუნდიდან ყველაზე მეტი, სამ შეხვედრაში 7 გოლის გატანა შესძლო.  


საბოლოოდ, ჩვენმა ფეხბურთელებმა 6-1 გაიმარჯვეს და F ჯგუფში, მაქსიმალური მაჩვენებლით, პირველი ადგილი დაიკავეს.


დღევანდელი შეხვედრის სტატისტიკა


ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილი და მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობის უფლება გერმანიის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც, დღეს, ავსტრიას მინიმალური ანგარიშით 3-4 სძლიეს.


ტურნირის ფორმატის მიხედვით, საუკეთესო მეორე ადგილოსნები და მესამე ადგილზე გასული 5 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში საასპარეზოდ ფლეი-ოფში ითამაშებენ, რომლის წილისყრაც ნიონში, 2020 წლის 13 თებერვალს გაიმართება.


საქართველოს ფუტსალის ნაკრები კი, 14 მაისის წილისყრას დაელოდება, რომლის დროსაც ჩვენი გუნდი აღნიშნული საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ 8 პირველადგილოსან, ასევე ფლეი-ოფის მონაწილე 7 წყვილში გამარჯვებულ და ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ელიტ რაუნდში გასულ გუნდებთან ერთდ, „ევრო 2022"-ის მომდევნო მეტოქეების ვინაობას გაარკვევს.


მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჯგუფურ ეტაპზე კი საქართველოს ნაკრებს 3 საშინაო და 3 გასვლითი თამაშის გამართვა მოუწევს. თამაშები 2021 წლის თებერვალში, აპრილსა და სექტემბერში გაიმართება.



ლაშა კუპრაშვილის ფოტო