
წოლჭიმში, მსოფლიო თასზე, რომელიც ნიგერიაში დღეს დასრულდა, ქართველმა პარასპორტსმენებმა კიდევ ერთი მედლის აღება მოახერხეს. საერთო ჯამში, ქართულმა გუნდმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე 4 მედალი მოიპოვა.
სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ვერცხლის მედლის მფლობელები გახდნენ იაგო გორგოძე (+107 კგ) და აკაკი ჯინჭარაძე (-107კგ).
გიორგი ლაცაბიძემ, 88 კგ წონით კატეგორიაში და აკაკი ჯინჭარაძემ (-107კგ) კი, ბრინჯაოს მედლები მოიგეს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 25 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ტოკიოში, რიგით მე-16 პარალიმპიური თამაშები ჩატარდება. ამ ფორუმში მონაწილეობისთვის, ისევე, როგორც სხვა სახეობებში, ის პარასპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც შესაბამისი ლიცენზიები ექნებათ. ნიგერიაში გამართული მსოფლიოს თასი კი, სწორედ ამ ლიცენზიის ასაღებ გზაზე, ერთ-ერთი ეტაპი იყო. მომდევნო "გაჩერება" ქართველებს, დუბაიში, მსოფლიო თასის მორიგ ეტაპზე ექნებათ. სწორედ, დუბაიში გაირკვევა, აღნიშნულ სახეობაში, რამდენი ქართველი მოიპოვებს ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ლიცენზიებს.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ფოტო





ჩვენ








