
საქართველოს ეროვნული ნაკრები იწყებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, რომელიც ჩვენი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მომავალი მატჩები წარმოადგენს ევრობასკეტ 2021-სთვის შესარჩევ ეტაპს, რომლის განმავლობაშიც არაერთი ახალგაზრდა მოთამაშე ვეტერან კალათბურთელებთან ერთად დაიცავს ეროვნული ნაკრების ღირსებას და ქართველი გულშემატკივრის მხარდაჭერა, როგორც ყოველთვის, დიდი სტიმული იქნება მათი წარმატებისთვის.
საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები შვეიცარიასთან 20 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში, 19:00 საათზე გამართავს. ქართველ გულშემატკივრებს ეძლევათ შანსი, დაესწრონ შვეიცარიასთან მატჩს და მხარი დაუჭირონ ქართველ კალათბურთელებს.
ბილეთების ონლაინ შეძენა გულშემატკივრებს უკვე დღეიდან შეუძლიათ ➡ tkt.ge.basketball
აქვე გაცნობებთ, რომ თამაშზე დასწრების მსურველმა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის მისაღებად განაცხადი უნდა შეავსონ ფიბა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი მოთხოვნების შესაბამისად მითითებულ ლინკზე - accreditation.fiba.com
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 17 თებერვალი.
საქართველო-შვეიცარიის მატჩზე აკრედიტაციების მიღების მსურველ ჟურნალისტებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ მიმართონ კალათბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურს.
ალექს რუაძის ფოტო





ჩვენ








