თამაშის ხარისხი თუ შედეგი, რით განისაზღვრება ვაისის გეგმები
თამაშის ხარისხი თუ შედეგი, რით განისაზღვრება ვაისის გეგმები
08.10.2017
ავტორი:

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან მატჩისწინა პრეკსონფერენცია გამართა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, რთული თამაში იქნება, მაგრამ საქართველო ეცდება შესარჩევი ციკლი გამარჯვებით დაასრულოს.

"ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება. აქ იმიტომ ჩამოვედით, რომ კარგი თამაში და შედეგი ვაჩვენოთ, თუმცა ეს მოგება იქნება თუ ფრე, არ ვიცი. სერბეთი კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებილი და შესაძლოა 50000 კაცი იყოს, მაგრამ ჩვენთის არ არის მნიშვნელოვანი.

ხვალ ჯგუფის ბოლო თამაში უნდა ვითამაშოთ. ერთა ლიგა მომავლის თემაა და ეს ქართული ფეხბურთის მომავალია, მე გავაგრძელებ პირველ გუნდთან მუშაობას და ვნახოთ. ეს მოდელი იქნება კარგი შანსი გუნდისთვის.

ყველა ფიქრობს კარგ შედეგზე. ამ გუნდში არის ბევრი ახლაგზარდა მოთამაშე და ეს მნიშვნელოვანი შანსია ქართული ფეხბურთისთვის. ბოლი თამაშის დროსაც 3 მნიშვნელოვანი მოთამაშე ოქრიაშვილი, მჭედლიძე და ჯანო გვყავდა დაშავებული. ასე, რომ აქაც იგივე შემადგენლობით ჩამოვედით, რაც უელსთან. ცუდია, რომ შანსი დაკარგული გვაქვს ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ხვალ საუკეთესო მატჩს ჩავატარებთ, რადგან არ გვაქვს გამარჯვება მოპოვებული და ვეცდებით ბოლო თამაში მოვიგოთ. ბევრი ქომაგი იქება, მაგრამ შედეგი იქნება უკეთესი, ვიდრე წინა შეხვედრებში.

ეროვნულ გუნდში მუშაობისას თითოეული დღე და თამაში მნიშვნელოვანია. არ ვიცი ხვალ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ კარგი შედეგისთვის. ჯგუფში რამდენიმე კარგი თამაში ჩავატარეთ, მაგრამ ჯერ არ მოგვიგია და 5 ფრე ვითამაშეთ. ვფიქრობ, რომ სერბეთის წინააღმდეგ საშინაო შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და პირველ ტაიმში მეორე გოლი, რომ გაგვეტანა მატჩი სხვა შედეგით დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ხვალ ჯგუფის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, იმედი გვაქვს ბოლო თამაშში ეს ყველაფერი შეიცვლება. რაც არ უნდა მოხდეს შეხვედრაში, სერბეთს ნამდვილად შესანიშნავი ნაკრების ჰყავს. მათი ფეხბურთელები მსოფლიოს საუკეთესო ლიგებში ასპარეზობენ. რა თქმა უნდა, ადვილი არაა ტადიჩის, მიტროვიჩისა და მატიჩის წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. არ ვიცი, დაცვა, მეკარე, მწვერთნელი ყველა გამოცდილები არიან. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ხვალ თამაშის მერე ან დღეს დაველაპარაკები კობიაშვილს", - თქვა ვაისმა.

სერბეთისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი 9 ოქტომბერს, 22:45 საათზე დაიწყება.

 

08 /10/ 2017 ბელგრადი, სერბეთი