
გიორგი შერმადინის "ტენერიქე იბეროსტარი", რომელიც მიმდინარე სეზონში წარმატებით ასპარეზობს როგორც ესპანეთის ჩემპიონატში, ისე ფიბას ჩემპიონთა ლიგაში, მოულოდნელი წარუმატებლობა განიცადა. ესპანეთის სამეფო თასზე, რომელშიც ლიგის საუკეთესო 8 გუნდი მონაწილეობს, მეოთხედფინალში "ანდორასთან" დამარცხდა და პრესტიჟულ ტურნირს გამოეთიშა.
2 წლის წინ შერმადინი სწორედ ანდორაში თამაშობდა და ამ გუნდის ისეთივე ლიდერი იყო, როგორიც დღეს ტენერიფეშია. შეხვედრა ანდორელთა გამარჯვებით - 87:85 დასრულდა. ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგითა სკამიდან ჩაერთი და 22:25 წუთში 19 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. შერმადინმა 11-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფელთაგან საუკეთესო იყო მარსელინიუ უერტასი, რომელმაც 20 ქულა და 12 პასი მოაგროვა.
თასის ნახევარფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
რეალი - ვალენსია
უნიკახა - ანდორა





ჩვენ








