გოგას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
გოგას ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა
12.02.2020
ავტორი: ი.პ.

მიმდინარე სენში მეხუთედ, გოგა ბითაძემ ნბა-ს განვითარების, ეგრედწოდებულ G ლიგაში ითამაშა. ინდიანა პეისერსის ქართველი ფორვარდი სათამაშო პრაქტიკის მისაღებად პერიოდულად "პორტ უეინში" თამაშობს და შედეგიანადაც. გასული შეხვედრა გოგასთვის ყველაზე უშედეგო გამოდგა. 


პორტ უეინი შინ "მეინ რედთან" ოვერტაიმში - 119:123 დამარცხდა. ბითძემ მოედანზე 38 წუთი გაატარა, პირველად, G ლიგაში ორმაგი დუბლი ვერ მიითვალა. ქართველი ცენტრის ანგარიშზე 13 ქულა და 7 მოხსნა იყო. გოგამ 6 ცდიდან მხოლოდ 1 სამქულიანიდან ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. ბითაძემ 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 


ქართველი ცენტრის მეურვე გოგაზე 15 სანტიმეტრით მაღალი, 226 სმ  სიმაღლის ტაკო ფოლი იყო (ბოსტონ სელტიკსი - რედ კლოუვსი სელტიკსის სარეზერვო გუნდია), რომელმაც 12 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა.