ქართული ფეხბურთის დაბადების დღე ბიჭებმა გოლებით აღნიშნეს
ქართული ფეხბურთის დაბადების დღე ბიჭებმა გოლებით აღნიშნეს
15.02.2020
ავტორი: თ.ჯ.

ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობის გამოცხადების 30-ე წლისადმი აღსანიშნ დღეს, 15 თებერვალს,  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფა-დან წერილი მოვიდა.  ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს სახელით უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინიმ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 30 წლის იუბილე მიულოცა.


„სფფ-ის მიერ გაწეულ სამუშაოს უკვე მოჰყვა შედეგები. თქვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ჩინებულად იასპარეზა უეფა-ს ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, სადაც მან თავისი შესარჩევი ჯგუფი მოიგო, პლეიოფში გავიდა და ახლა მხოლოდ ორ მატჩი აშორებს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატიდან", - ეს არის მოკლე ამონარიდი ვრცელი წერილიდან. თუმცა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელობანი გზავნილი მარტის სანაკრებო თამაშების წინ.


ამის პარალელურად, დღეს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კანდიდატებმა სხვადასხვა ჩემპიონატებში, წარმატებული ტური ჩაატარეს.


საბა ლობჟანიძემ, თურქეთის სუპერლიგაში სადებიუტო გოლი გაუტანა „ფენერბაჰჩეს".


„ალკმაარს" გაუტანა გოლი გიორგი აბურჯანიამ.


უნგრეთის ჩემპიონატში მერვე გოლი გაიტანა ბუდუ ზივზივაძემ.


საგოლე გადაცემები ჩაიწერეს გიორგი ჩაკვეტაძემ და ლევან შენგელია. ტრავმის შემდეგ, ხვალინდელი მატჩის გაფართოებულ შემადგენლობაში, „რასინგმა" გიორგი პაპუნაშვილის სახელიც დააანონსა.


ხვალ, მორიგ შეხვედრას ატარებს კვიპროსული "ანორთოსისი", რომელიც ეროვნული ნაკრების რამდენიმე კანდიდატი თამაშობს, გუნდი კი 40 ქულით, ადგილობრივი ჩემპიონატს ლიდერობს.


ამასობაში, დღეს, საქართველოსა და ბელარუსის მატჩის ბილეთების ონლაინ გაყიდვა დაიწყო. „დინამო არენის სალაროებში" კი, ბილეთები 22 თებერვლიდან გაიყიდება.