საქართველო პრესტიჟისვთის, სერბეთი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან
საქართველო პრესტიჟისვთის, სერბეთი გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან
09.10.2017
ავტორი:


დღეს,  9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 წუთზე, ბელგრადში, სერბეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება  დაიწყება.  აქვე გეტყვით, რომ მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ჯგუფს, რომელშიც საქართელოს ნაკრები ასპარეზობს, 9 ტურის შემდეგ, 18 ქულით სერბეთი ლიდერობს,  უელსს 17 ქულა აქვს, ირლანდიის ნაკრები კი 16 ქულით მესამე ადგილზეა.  საქართველო ხუთი ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. იმისთვის, რომ სერბეთმა რუსეთის საგზური თავისაუტკივებლად აიღოს, დღეს აუცილებლად მოგება სჭირდებათ. ამისთვის მთელი სერბეთი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით მობილიზებულია. მოგების აუცილებლობაზე საუბრობს ყველა აერიპორტის მებაჟიდან დაწყებული, ნებისმიერი კაფის ოფიციანტით დამთავრებული.

გუშინ, 8 ოქტომბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას" სტადიონზე, რომელსაც დაახლოებით 2 წელია, სერბული ფეხბურთის ლეგენდის რაიკო მიტიჩის სახელი ჰქვია, ერთი საათის მანძილზე ივარჯიშა. ამ ეტაპზე ეროვნულ გუნდში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მზად, სერბეთთან მატჩისთვის.

„ჩვენ, ბელგრადში კარგი თამაშისა და შედეგის საჩვენებლად ჩამოვედით. ვიცით,რომ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია სერბეთისთვის. მეტოქეს ძალიან გამოცდილი და კარგი გუნდი ჰყავს. მათთვის ხვალინდელი თამაში გადამწყვეტია და შანსი მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის. მოწინააღმდეგეს რამდენიმე ძალიან გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს, მათთვის შესაძლოა ეს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ბოლო შანსი იყოს. კარგი შედეგის ჩვენება გვსურს, ამის გაკეთება, რა თქმა უნდა, რთული იქნება, რადგან სტადიონზე შესაძლოა 50, 000 გულშემატკივარი მოვიდეს.

ბელგრადში იგივე გუნდით ჩამოვედით რითაც უელსის წინააღმდეგ ვითამაშეთ, თუმცა თქვენ იცით, რომ ჩვენ სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გვაკლია, მჭედლიძე, ოქრიაშვილი და ანანიძე. სერბეთთან ნამდვილად იქნება ტაქტიკური ცვლილება და 3-4 ახალ ფეხბურთელს ექნება შეხვედრაში  მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა" - განაცხადა ვაისმა გუშინ, მატჩსწინა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის  ბოლო საკვალიფიკაციო  მატჩზე, ვლადიმერ ვაისმა სერბთში, შემდეგი ფეხბურთელები წაიყვანა: მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი);  მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), უჩა ლობჟანიძე (ატირაუ, ყაზახეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი) დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა) გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია); ახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია (ბატე, ბელარუსი), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (ვარდარი, მაკედონია), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ლუკას ჰუფნაგელი (ნიურნბერგი, გერმანია); თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ლადო დვალიშვილი (ატირაუ, ყაზახეთი), დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია).

და ბოლოს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, საკმაოდ საინტერესო ვითარებაა მასპინძლების რიგებში. სერბეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომლის გუნდსაც ერთი ნაბიჯი აშორებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპამდე, ადგილობრივი ჟურნალისტების პრესის ქვეშაა. მოახერხა თუ არა გუნდმა ავსტრიასთან მარცხის შემდეგ ფქსიქოლოგიური შოკის დაძლევა და „გაიღვიძეს" თუ არა სერბეთის ნაკრების მცველებმა, ავსტრიის თამაშის შემდე - ეს ის თემებია, რომელიც ადგილობრივ მედიას აე ასვენებს.

პრესკონფერეცია, რომელიც სერბეთში ქართული მედიის გარეშე ჩატარადა ჟურნალისტებმა სლავოლიუბ მუსლინს ჰკითხეს, ხომ არ შეიპარა შიში, სერბეთის ნაკრებში, რაზეც მუსლინმა უპასუხა, რომ: „არ მგონია, შიში შემოგვპარვოდა. ჩვენ ვართ უკეთესი გუნდი ვიდრე საქართველოა. ველოდები, რომ სტადიონი სრულად შეივსება და ჩვენც მოვახერხებთ გამარჯვებას, რაც მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე გაგვიყვანს. სერბეთი თავის სახეს მაშინ გამოაჩენს, როცა საჭირო გახდება. ჩვენ ვიმსახურებთ ამ საკვალიფიკაციოდან გასვლას. ამის თქმის საშუალებას, მაძლევს ჩატარებული თამაშები. მაგრამ მოდით, მაინც საქართველოსთან თამაშს დაველოდოთ. ეს არის ისტორიული დღე და მატჩი ბიჭებისთვის. ვიცი, რომ რთული მატჩი გველის, მაგრამ ჩემს ბიჭებს ეს შეუძლითა და თუ მათ მოახერხეს მათთვის ჩვეული თამაშის ჩვენება, აუცილებლად გავიმარჯვებთ."

„საქართველო არაპროგნოზირებადი გუნდი", ასე ახასიათებს მუსლინი ჩვენს ნაკრებს, ამიტომ ფიქრობს, რომ კაცმა არ იცის, რას უნდა მოელოდეს ჩვენგან. ვენაში არ უთამაშია ფილიპ კოსტიკს, რომელიც დღეს იქნება სერბეთის შემადგენლობაში, იქნება ნიკოლა მაქსიმოვიჩიც, თუმცა მუსლინი იმავე შემადგენლობით იწყებს თამაშს, როგორც ეს ვენაში, 3 დღით ადრე გააკეთ.

„ჩვენ არ გვეშინია, მაგრამ მოვუწოდებთ ჩვენს ფანებს, საქართველოს ნაკრებზე მაქსუმალური ზეწოლა მოახდინონ. ჩვენ ისეთი ერი ვართ, ვისაც ერთი წაგების შემდეგ, შეგვიძლია ხალხის დავიწყება. მაგრამ ჩვენს სატურნირო ცხრილის სათავში ვართ და მუნდიალიდან მხოლოდ ერთი თამაში და გამარჯვება გვაშორებს. ჩვენ, არ გავურბივართ პასუხსიმგებლობას, მაგრამ საქრათველოს წინააღმდეგ, გულშემატკივრის როლს, დიდი მნიშვნელობა ექნება",  - ამბობს ნემანია მატიჩი.

ამ წუთისთვის ვერ გეტყვით, ბილეთების რა რაოდენობაა გაყიდული, თუმცა გუშინ, სალაროებთან ალაგ-ალაგ მოდიოდნენ და დღევანდელი მატჩის ბილეთებს ყიდულობდნენ. დღეს, ბელგრადში ცვალებადი მორღუბლული ამინდია და საკმაოდ გრილა. კარგი იქნება, თუ ეს ამინდი ჩვენს წისქვილზე დაასხავს წყალს და თამაშის შემდეგ, სერბ გულშემატკივარს გაგრილებაში მიეხმარება.