
ქართველი ძიუდოისტი, ტატო გრიგალაშვილი დიუსელდორფის გრან სლემის გამარჯვებული გახდა. ოქროს მედლამდე, ტატომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები დაამარცხა.
„პირველ რიგში, მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიუსელდორფის გრან სლემზე ვიყავი მოტივირებული. ვიყავი საჩემპიონოდ განწყობილი და გამომივიდა, გავიმარჯვე. ყველა მოწინააღმდეგე იყო დასაფასებელი, მაგრამ მსოფლოს 2 ჩემპიონთან და ოლიმპიურ ჩემპიონთან ბრძოლა დიდი მოტივაცია იყო ჩემთვის", - ამბობს ტატო გრიგალაშვილი.
მორიგი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც 14 ქართველი ძიუდოისტი მონაწილეობს გერმანიაში ტარდება. 21-23 თებერვალი, გრან სლემს, დიუსელდორფი მასპინძლობს.
ასპარეზობის პირველ დღეს, ქართველებმა 2 წონით კატეგორიაში სცადეს ძალები. ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ წონით კატეგორიაში) დიუსელდორფის გრან სლემის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
ხვალ, ასპარეზობები კიდევ 3 წონით კატეგორიაში (-90კგ, -100კგ, +100კგ) გაიმართება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
-60კგ - თემურ ნოზაძე, ჯაბა პაპინაშვილი,
-66კგ - ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი,
-73კგ - ლაშა შავდათუაშვილი, ფრიდონ გიგანი,
-81კგ - ტატო გრიგალაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი,
-90კგ - ბექა ღვინიაშვილი, ლაშა ბექაური,
-100კგ - ნიაზ დიასამიძე, გიორგი ჩიქოვანი,
+100კგ - გურამ თუშიშვილი, ონისე ბუღაძე.
პირდაპირი რეპორტაჟი და შედეგები - https://live.ijf.org/ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ.
ფინალური ბლოკის პირდაპირი ტელერეპორტაჟი 20:00-დან „სილკ სპორტი 2" დაიწყება.





ჩვენ








