დიდი ხანია პირველ გამარჯვებას ველოდებით
დიდი ხანია პირველ გამარჯვებას ველოდებით
09.10.2017
ავტორი:

ვაკო გვილია, სერბებთან მატჩის წინ თავს საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, ბელგრადის „რედისონ ბლუში", სადაც დღეს შუადღეს ფეხბურთელის ჩაწერა მოვახერხეთ ჩვენ, ჟურნალისტებმა ასეთი დასკვნა გამოვიტანეთ.

„უელსშიც ანშლაგი იყო, ირლანდიაშიც, ამგვარ სიტუაციაში თამაშს მივეჩვიეთ, გამოცდილება დაგვიგროვდა. როცა სტადიონზე ბევრ გულშემატკივარს ვხედავ, ჩემი მოტივაცია იზრდება", - ასე გამოეხმაურა გვილია, მიტიჩის მოწოდებას, რაც შეიძლება მეტი გულშემატკივარი, რომ მოვიდეს სერბული ნაკრების საქომაგოდ.

სხვათა შორის, გუშინ საღამოსთვის, სერბებმა თუნდაც იმიტომ შემოკრეს განგაშის ზარი, რომ ბილეთები, არც თუ ბევრი იყო გაყიდული. თუმცა, გუშინ კვირა იყო და ეტყობა ბელგრადელებმა ბილეთების შეძენისგან ამ დასვენების დღეს, თავი დიდად არ შეიწუხეს. სამაგიერო, დღეს სალაროებთან რიგებიც კი იდგა. ასეთი ხალხი ვართ, ბოლო წუთას ვაკეთებთ ყველაფერსო, ეგონა გამაკვირვედა, როდესაც სერბმა ლაისენსოფიცერმა, ბოლო წუთში სალაროებთან რიგების მიზეზი ამიხსნა.

„რა თქმა უნდა, რეალურად უნდა შევაფასოთ ვითარება, სერბეთის ნაკრები ყოველთვის ცდილობს უპირატესობის მოიპოვებას, თუმცა არც ჩვენ ვაპირებთ უკან დახევას. მეტოქის არ გვეშინია, დიდი ხანია ველოდებით პირველ გამარჯვებას და ვეცდებით, დღეს მოვიპოვოთ სამი ქულა.

„გარკვეული მიზეზების გამო, სხვადასხვა ფაქტორები იყო, მაგრამ ახლა წარსულზე ფიქრის დრო არაა. უნდა გავიდეთ მოედანზე და შესაძლებლობების ზღვარზე ვითამაშოთ.  პირველ მატჩში გვყავდა ჯანო ანანიძე, ნიკა კაჭარავა, დღეს არაერთი ფეხბურთელი გვაკლია ტრავმის გამო, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ უნდა გავიდეთ მხოლოდ მოსაგებად" - ამბობს ვაკო გვილია.

შეგახსენებთ, გვილია „ბატეში" მილუნოვიჩთან ერთად თამაშობს, თუმცა ბელგრადში ჩამოსულ გვილიას, სანაკრებო შეკრების შემდეგ, თანაგუნდელთან არ უთამაშია. გვილია თვლის, რომ საუბარზე მეტად, დღეს მოედანზე განვითარებული მოვლენები, უფრო მეტის მთქმელი იქნება. ფაქტია, რომ ქართველი ფეხბურთელი თვლის, რომ ახლა „ბატეზე" და თანაგუნდელებზე სასაუბროდ არ სცალია. მისი გონება მოხლოდ დღევანდელი მატჩით არის დაკავებული.

შეგახსენებთ, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, დღეს, თბილისის დროით 22:45 წუთზე, მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ჯგუფის ბოლო შეხვედრას რაჟკო მიტიჩის სტადიონზე გამართავს.  ბელგრადული „რედისონიდან", ჩვენები ადგილობრივი დროით 7 საათისთვის დაიძვრებიან. ანუუკვე დაახლოებით 2 საათში.

09/10/2017 ბელგრადი