
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქვეყნის სუპერთასი, დღეს მიხეილ მესხზე, საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელს დაუთმო. ბუნებრივია, „საბურთალოს" დღევანდელ შეხვედრაში ჩადებულ შრომას არავინ უკარგავს. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „დინამო თბილისმა" შეიძლება ითქვას, მოწინააღმდეგეს, მხოლოდ ერთხელ შეუქმნა რეალური საგოლე მომენტი, „საბურთალოს" ძალებზე ჯერ კიდევ ადრეა ლაპარაკი. თუ არ ჩავთვლით პირველი ტაიმის სტარტზე, დინამოელთა მეკარის როინ კვასხვაძის პატარა სასწაულს და შემდეგ, მე-14 წუთზე, კოხრეიძის მიერ გატანილ 11-მეტრიანს, დინამოელთა კარის მცველი, დიდად არც „საბურთალოს" ფეხბურთელებს შეუწუხებიათ.
ბუნებრივია, ახალი საფეხბურთო ციკლის პირველი თამაშით, თანაც, თუ გუნდების მწვრთნელთა მატჩისშემდგომ კომენტარებს დავეყრდნობით და ზამთრის სეზონიდან გამომდინარე უხარისხო მინდვრის საფარით გამოწვეულ დისკომფორტს დავამატებთ, ნაადრევია, ან ერთი, ან მეორე გუნდის კონდიციაზე ლაპარაკი. თუმცა, ფაქტია, რომ „საბურთალოსაც" და „დინამო თბილისსაც" ევრო-ტურნირებამდე კოლოსალური შრომა აქვთ გასაწევი.


2020 წლის პირველი შეხვედრა კი, „საბურთალოს" გამარჯვები, 1-0 დასრულდა. „საბურთალომ" პირველად, ჩემპიონობისა და დ. ყიფიანის თასის შემდეგ, მესამე ქართული ტროფეის მოგებაც მოახერხა და ახალ სეზონს, ამაღლებულ ნოტაზე იწყებს.
სლავა მეტრეველის სუპერთასის შეხვედრაში კი, დღეს მსაჯთა შორის პირველად, ქალმა არბიტრმა ქეთევან გაიპარაშვილმა იმსაჯა: „დიდი მადლობა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას, რომელიც გვენდობა და გვაძლევს შანსს ამ რანგის თამაშზე ვიმსაჯოთ. წარმატებას ვუსურვებ ფეხბურთში ჩართულ ყველა მანდილოსანს", - ამბობს ქალი მსაჯი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი სტარტს რამდენიმე დღეში, 29 თებერვლიდან აიღებს.





ჩვენ








