ბასკონიას ქომაგთა რჩეული - თორნიკე შენგელია

28.02.2020
ავტორი: ი.პ.
თორნიკე შენგელიას ბასკონიამ, ევროლიგის 26-ე ტურში, სერბულ ცრვენა ზვეზდას უმასპინძლა და მეტოქეს 15 ქულით აჯობა - 71:56. ვიტორიელთა ქართველმა კაპიტანმა 29:31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულასა და 5 მოხსნას მოუყარა თავი.
თორნიკემ 6-დან 4 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 2-დან ერთი საჯარიმო ჩააგდო. შენგელიას ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდა და მატჩის MVP გახდა.
ბასკონიას ქომაგთა რჩეულიც თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც ხმათა 38,9% დააგროვა და შეივონ შილდსს 2,6%-ით აჯობა.
ბასკონიას ევროლიგის 27-ე ტურში ბაიერნის წინააღმდეგ თამაში მოუწევს. ვიტორიელებს პლეი ოფში გასვლის მცირე შანსი ისევ აქვთ. ბასკონიას დარჩენილ 4 ტურში ბაიერნთან, ალბასთან, მაკაბისთან და ეფესთან დაპირისპირება მოუწევს.





ჩვენ








