ეროვნული ლიგის სტარტის შემდეგ ლიდერი „ლოკომოტივია“
ეროვნული ლიგის სტარტის შემდეგ ლიდერი „ლოკომოტივია“
01.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქვეყნის მორიგი საფეხბურთო ჩემპიონატი სიახლით დაიწყო. ეროვნული ლიგის 2020 წლის გათამაშებას ახალი მედია პარტნიორი „სილქ სპორტი" ჰყავს. ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩებსაც სწორედ, სილქ-უნივერსალი შემოგთავაზებთ. დანარჩენი შეხვედრები კი, ტრადიციულად სფფ-ს ვებ-გვერდზე, გასული ჩემპიონატის გასული წლის მედია-პარტნიორის „ირლანდიური" კომპანიის დახმარებით, Youtube-ით არხზე იხილავთ.


ეროვნული ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი კი, ბათუმში ანგისაზე გაიმართა, სადაც ქვეყნის ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ" ვერ შესძლო გათამაშების დებიუტანტის თბილისის „მერანის"  დამარცხება. შეხვედრა ფრედ 0-0 დასრულდა. გია გეგუჩაძის გუნდმა დაპირისპირების ბოლო წუთები 10 კაცის შემადგენლობით ჩაატარა. მიზეზი, ჯოვინო ფლამარიონის  ტრავმა გახდა, რომელსაც მინდვრის დატოვება მოუხდა. ამ მომენტისთვის კი, ბათუმელებს უკვე სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდათ.




ათი კაცის შემადგენლობით დაასრულა მატჩი ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „დინამო თბილისმა", რომელმაც ელიგის კიდევ ერთ დებიუტანტთან „თელავთან", რომელიც რა დასამალია და რიგ მომენტებში ჯობდა კიდეც. მოვლენებს წინ გავასწრებ და ვიტყვი, რომ საერთო ჯამში, სტუმრებს უფრო მეტი მომენტი ჰქონდათ, ვიდრე ქვეყნის 17-გზის ჩემპიონებს. თუმცა, დინამოელთა სისუსტის მიზეზად ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლე და შეხვედრის მიწურულს, მინდვრიდან გაძევებული ბაქარ ქარდავა არ შეიძლება გახდეს, რადგან ქვეყნის ჩემპიონი, თუნდაც სეზონის დასაწყისში ქვედა ლიგიდან ამოსულ გუნდთან, 10 თავით თუ არა, ორი თავით მაინც ზევით უნდა იდგეს. მითუმეტეს, რომ რამდენიმე თვეში „დინამო თბილისს" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო აქვს დასაწყები. ახალ სეზონს კი, „დინამო თბილისი" ძალიან მძიმედ იწყებს. სასტარტო მატჩი კი „დინამო არენაზე" წვიმის მიუხედავად მშრალად, 0-0 დასრულდა.




სუპერთასის შემდეგ, მორიგი მატჩი მოიგო „საბურთალომ". თბილისელებმა „ჩიხურა" 2-1 დაამარცხეს. თუმცა, მატჩში სტუმრები დაიწინაურდნენ. მიმდინარე ჩემპიონატის პირველი გოლი 11-მეტრიანი დარტყმით გიორგი კორიფაძემ გაიტანა, 0-1. წონასწორობის აღდგენა საბურთალოელებმა ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე მოახერხეს. სანდრო ალთუნაშვილის გადაცემის შემდეგ, გოლი იური ტაბატაძემ გაიტანა. გამარჯვების გოლი კი, თბილისელებმა 74-ე წუთზე გაიტანეს. ლევან ყენიას გადაცემის შემდეგ, მისი ავტორი გიორგი გაბედავა გახდა. საბოლოოდ, „საბურთალომ" 2-1 გაიმარჯვა და მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი 3 ქულა ჩაიწერა.  




პირველი ტურის შემდეგ კი, სატურნირო ცხრილის სათავეში, მესამე თბილისური კლუბია. „ლოკომოტივმა" მატჩის ბედი, პირველივე ტაიმში გადაწყვიტა. დათო კირკიტაძის გოლისა და ირაკლი სიხარულიძის დუბლის წყალობით, „ლოკომ" ძლიერთა შორის ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნებული „სამტრედია" დაამარცხა 3-1. ის, ერთი გოლი კი, მატჩის დებიუტში, ეფექტური დარტყმით სამტრედიელთა ახალწვეულმა - გიორგი ილურიძემ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ილურიძის გოლი, მე-3 წუთზე გავიდა და შესაბამისად, ჯერჯერობით სეზონის ყველაზე სწრაფი გოლიც არის, ლამაზ გოლთან ერთად.




ერთწლიანი შესვენების შემდეგ, მშობლიურ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ითამაშა ქუთაისის „ტორპედომ". ახალი მინდვრის საფარის და ძველი ტრიბუნების ფონზე, ახლადშეკრული იმერული კლუბი არც თუ ურიგოდ გამოიყურებოდა. თუმცა, გიორგი ნემსაძის გუნდმა ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა და სტუმრად, ქუთაისში დაწინაურდა.  გოლი ნუგზარ სპანდერაშვილმა გაიტანა. შეხვედრის მიწურულს კი გორის „დილას" ახალწვეული ლეგიონერის ორმაგი დებიუტი შედგა. ფრაცინსკო მადინგამ, რომელიც თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, 89-ე წუთზე მისივე დაწყებული იერიში დააბოლოვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 0-2 დააფიქსირა.




პირველი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება.


ელიგის მომდევნო ტური 7 და 8 მარტს შედგება.


სტატიაში გამოყენებულია ბათუმის "დინამოს", "საბურთალოს", "ლოკომოტივისა" და "ტორპედოს" ფოტოები