მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება
02.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი" პირველი სპორტული ორგანიზაციაა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით „კოვიდ 19"-ის გავრცელებასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობის რეკომენდაციები გაითვალისწინა და 3 მარტს, წყალბურთში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის მორიგი მატჩის ჩატარება გულშემატკივრის გარეშე გადაწყვიტა.


„ბოლო დროს მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია კორონავირუსის გავრცელების მაღალ რისკებთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, 3 მარტს გასამართი წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი თბილისის „დინამოსა" და ფრანგულ კლუბ "მარსელს" შორის, საცურაო აუზ „ოლიმპიკში" ჩატარდეს მაყურებლების გარეშე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც წყალბურთელთა კლუბი „დინამო თბილისი" ავრცელებს.


„დინამო თბილისი", ჩემპიონთა ლიგის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩში, რომელიც 3 მარტს, თბილისში, საცურაო კომპლექს „ოლიმპიკში" გაიმართება და თბილისის დროით 18:30 დაიწყება, ფრანგულ კლუბს „მარსელს" დაუპირისპირდება.


"დინამო თბილისის" ფოტო