საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ემზადება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მნიშვნელოვანი თამაშებისთვის ემზადება
02.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 5 და 10 მარტს, უეფა-ს ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად, ლევან ბაჯელიძის მატჩებისთვის ემზადება. ლევან ბაჯელიძის გუნდი სტუმრად 5 მარტს მალტას დაუპირისპირდება, 10 მარტს კი, ჩვენი გუნდის მეტოქე ისრაელის ეროვნული ნაკრები იქნება.


„გუნდმა მზადება თებერვლის ბოლოდან დაწყო. საწყის ეტაპზე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები გამოვიძახეთ. სამწუხაროდ, ლეგიონერების ჩამოყვანა იმ ქვეყნის ჩემპიონატებზეა დამოკიდებული, სადაც ჩვენი გოგონები თამაშობენ. დღეს, შემოგვიერთდება 3 ლეგიონერი თურქეთიდან. უკვე მალტაში შემოგვიერთდებიან ტატა მატვეევა და ანა ჩემინავა. ასე, რომ სრული შემადგენლობით, მხოლოდ მალტაში შევიკრიბებით. გასვლაზე თამაში, ყოველთვის რთულია, თუმცა, მაქსიმუმს გავაკეთებთ დადებითი შედეგის მისაღწევად", - ამბობს ლევან ბაჯელიძე.


​საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა აღნიშნული თამაშებისთვის მზადება, სსფ-ს ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე" 26 თებერვლიდან დაიწყო. ჩვენი გუნდი, 4 მარტს გამთენიისას მალტაზე გამგზავრება, სადაც პირველად მოახერხებს სრული შემადგენლობით შეკრება. მალტასთან და ისრაელთან თამაშებისთვის, ლევან ბაჯელიძეს შეკრებაზე შემდეგი ფეხბურთელები ჰყავს გამოძახებული - მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესფორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი); მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაქარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი); ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაქარი გუჯუ, თურქეთი), თამარ ქველიძე (კიტი, გერმანია), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია; თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ტატიანა მატვეევა (ტენერიფე, ესპანეთი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)


„ბოლო მატჩებში განცდილი მარცხების შემდეგ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ უკეთესად ვითამაშოთ და შედეგიც უკეთესი ვაჩვენოთ. მალტა არის ნაკრები, რომელთანაც ჩვენი შანსები 50/50-ზე არის. ამ გუნდთან ორი შეხვედრა უკვე ჩატარებული გავქს. მესამე ჯერზე კი ვეცდებით ის, ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ", - ამბობს თამარ ქველიძე.

 

„მალტა საკმაოდ კარგი გუნდია და ჩვენც მოტივირებულები ვართ ამ თამაშისთვის. მოწინააღმდეგე კარგად გვყავს შესწავლილი და ვიცით, რას უნდა ველოდეთ. მალტასთან, გვაქვს შეხვედრები ჩატარებული, თუმცა, ვერ მოვიგეთ. ამჟამად, ვეცდებით მაქსიმალური ენერგია ჩავდოთ ამ შეხვედრაში. შევეცდებით, ამ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულები მოვიპოვოთ და ჩვენი რეპუტაცია გამოვისწოროთ", - ამბობს ელენე რაუხი.


​საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების უახლოესი მატჩების განრიგი:


5 მარტი, 21:30 (თბილისის დროით)

მალტა - საქართველო

ტაქალი, სენტენარი


10 მარტი, 21:00 (თბილისის დროით)

ისრაელი - საქართველო

​რიშონ ლე-ციონი, ჰაბერფელდი