სერბეთის პირველი მუნდიალი და დასანანი მარცხი ბელგრადში
სერბეთის პირველი მუნდიალი და დასანანი მარცხი ბელგრადში
10.10.2017
ავტორი:

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის ბოლო ოფიციალური მატჩი სერბეთში, 9 ოქტომბერს გამართა. ვლადიმირ ვაისის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დ ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში სერბეთთან 1:0 დამარცხდა. მატჩი ორმხირივი შეტევებით წარიმართა და ერთადერთი გოლი 74-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა პრიოვიჩმა გაიტანა. ამ გამარჯვების შემდეგ სერბეთმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ეტაპი პირველ ადიგლზე დაასრულა და მომავალ წელს რუსეთში დაგეგმილ მუნდიალზე ითამაშებს.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ეტაპი მეხუთე ადგილზე, ხუთი ქულით, მოუგებლად დაასრულა. შედეგის მიუხედავად, რიგ შემთხვევაში, ნაკრები კარგ ფეხბურთს აჩვენებდა, მაგრამ გამარჯვებას ვერ ახერხებდა. ბუნებრივია, საბოლოოდ, ყველაფერს შედეგი განსაზღვრავს - სწორედ შედეგით ფასდება მწვრთნელთა მუშაობაც.  სპოტულმა პორტალმა - გამოკითხვაც კი გააკეთა რას ფიქრობს ხალხი: უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე? ამავე შეკითხვით ვაისს, პრესკონპერეციაზე სერბმა ჟურნაისტებმა მიმართეს. ჩემი და საქართველოს ფედერაციის ურთიერთობა უახლოეს დღეებში გაირკვევაო, განაცხადა ქართველთა მწვერთნელმა. Worldsport.ge-ს გამოითხვით კი ვლადიმირ ვაისმა გუნდთან მუშაობა უნდა გააგრძელოს.

„პირველ რიგში, მსურს მივულოცო სლავოლიუბ მუსლინს, ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს. სერბეთი ჯგუფში საუკეთესო გუნდია და შესაბამისად პირველ ადგილზე გავიდა. ასეთ სიტუაციაში ბოლო ნაბიჯის გადადგმა ყოველთვის რთულია, მაგრამ მათ გაიტანეს გოლი და მოიგეს. ჩვენმა გუნდმა დღეს კარგად ითამაშა, მაგრამ შეტევაში უკეთესი თამაში გვჭირდება, რადგან გოლის გარეშე ვერ მოვიგებთ და შესაბამისად ვერც ქულებს მოვიპოვებთ. ამაზე უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ",- აღნიშნა მატჩს შემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა.

„საქართველო ძლიერი მეტოქე იყო ჯგუფში. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ანგარიშგასაწევი ვისთანაც ამ შესარჩევში მოგვიხდა თამში. ჯგუფში, 2-ჯერ ერთსადაიმავე გუნდთან არავის მოუგია. ბოლოსკენ მიყვანილი საქმე ყოველთვის უფრო რთულია და ეს ბოლო, დღეს იყო.  ამ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე, არავის სჯეროდა, რომ სერბეთი ჯგუფიდან გასვლას მოახერხდებდა. მჯეროდა მხოლოდ მე და იმ გუნდს, ვინც მთელი ეს ეტაპი ერთად ვიმუშოავეთ, ამისთვის მათ მადლობა. განსაკუთრებით დიდი მადლობა მარკეტინგის სამსახურს. ჩვენ ერთობლივი ძალებით დავდეთ დღევანდელი შედეგი. თავად მატჩი, საკმაოდ რთული იყო. მოწინააღმდეგე ძლიერი, რომელსაც არც ერთ გუნდთან თამაში არ დაუთმია. დღეს, ძლაიან გაგვიჭირდა, განსაკუთღებით პირველ ტაიმში" - ამბობს სლავოლიობ მუსლინი.

სერბეთი: სტოიკოვიჩი, რუკავინა, ივნოვიჩი, ა. მიტროვიჩი (77' მილივოიევიჩი), ტადიჩი (89' კოსტიჩი), კოლაროვი, ტოშიჩი, ნიკოლა მაკსივომოვიჩი, მატიჩი, ლიაიჩი (61' პრიოვიჩი).

საქართველო: მაკარიძე, ხოჭოლავა, კაშია, კანკავა, ყაზაიშვილი, ქვილითაია (78' მერებაშვილი), გვილია, აბურჯანია (82' დვალიშვილი), ჯიღაური (86' ჰუფნაგელი), კაკაბაძე, ნავალოვსკი.

გოლი: 1:0 პრიოვიჩი (74)

„დ" ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა უელსი-ირლანდია 0:1 მოლდოვა-ავსტრია 0:1 კარდიფში გამარჯვების შემდეგ, ირლანდიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პლეიოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

09/10/ 2017 ბელგრადი