დინამო თბილისის პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
დინამო თბილისის პირველი გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე
03.03.2020
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, ევროპის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების მე-10 ტურში „დინამო თბილისმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა.  ისტორიული გამარჯვება, ჩვენმა წყალბურთელებმა, სამწუხაროდ,  ცარიელი ტრიბუნების ფონზე იზეიმეს. საქმე ისაა, რომ კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, დინამოელებმა, ქვეყნის ვირუსთან ბრძოლის შესაბამისი ორგანოების რეკომენდაციები გაითვალისწინეს და მატჩი „ოლიმპიკის" აუზზე, მაყურებლის გარეშე ჩაატარეს.


ჩემპიონთა ლიგის, რიგით მე-10 შეხვედრაში კი, „დინამო თბილისი" ფრანგულ „მარსელს" შევხდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა 2019 წლის 20 ნოემბერს, საფრანგეთში შედგა და მაშინ მასპინძლებმა 17-7 იმარჯვეს. შესაძლოა, ამ გარემოების გამო, დღეს, თბილისში, სტუმრები თავს უფრო მშვიდად გრძნობდნენ. შესაძლოა ამიტომაც, მასპინძელთა აქტიურობას და შესაბამისად ანგარიშში, პირველი პერიოდის შემდეგ 4-ბურთიან დაწინაურებასაც არ ელოდნენ. „დინამო თბილისმა" საწყისი პერიოდი 5-1 მოიგო. 4-ბურთიანი უპირატესობა შეინარჩუნა „დინამომ" პირველი ტაიმის შემდეგაც და დიდ შესვენებაზე ანგარიშით 8-4 გავიდა.


მესამე პერიოდიც დინამომ მოიგო 14-7 და უპირატესობა 7 ბურთამდეც კი გაზარდა, თუმცა, დასკვნით ნაწილში, ფრანგებმა ზედიზედ 3 უპასუხო გოლი გატანეს და სხვაობა ის იყო, 4 ბურთამდე შეამცირეს, რომ ბექა ქავთარაძემ დინამოელებს მე-15 გოლი მიუთვალა. 2 წუთით და 8 წამით ადრე, შეხვედრის დასრულებამდე კი, ქართული გუნდი 5 გოლით დაწინაურდა. დარჩენილ დროში, „მარსელმა" მხოლოდ 2 გოლის გატანაღა მოახერხა და შეხვედრაც „დინამო თბილისმა" 15-12 მოიგო.


ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გათამაშებაზე „დინამო თბილისს" კიდევ 4 მატჩი დარჩა გასამართი. აქედან ბოლო ორს, დინამოელები თბილისში, 8 მაისის ზაგრების „მლადოსტის", ხოლო 19 მაისს, ესპანური „ტერასას" წინააღმდეგ გამართავენ.


"დინამო თბილისის" ფოტო