
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, უეფა-ს ერთა ლიგის რიგით მეორე, 2020-21 წლების გათამაშებაში ასპარეზობას 5 სექტემბერს, ესტონეთში დაიწყებს. შეხვედრა ესტონეთში, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ კი, საქართველოს და ესტონეთის ეროვნული ნაკრებები, ორივე კავკასიის მიმართულებით გამოფრინდებიან. საქართველოს ნაკრები სახლში და ბრუნდება და თბილისში, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. ესტონეთის ნაკრები კი, ერევანში სომხეთის ნაკრებს შეხვდება.
2020 წლის ოქტომბერში, საქართველო ნაკრები ორ შეხვედრას ჩაატარებს და ორივეს გასვლაზე. თავდაპირველად, ჩვენები 8 ოქტომბერს, სომხეთს დაუპირისპირდებიან, თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შემდეგ კი ჩრდილოეთ მაკედონიაში გაემგზავრებიან, ადგილობრივი დროით კვლავ 21:00 საათზე ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ერთა ლიგის 2020-21 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო 2 შეხვედრას, საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბერში, სახლში, საქართველოში გამართავს. 13 ნოემბერს ჩვენი ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება, ხოლო დასკვნით შეხვედრას 16 ნოემბერს, ესტონეთის წინააღმდეგ გავმართავთ. ბოლო შეხვედრები, თბილისის დროით 21:00 დაიწყება.

ერთა ლიგის ყველა დივიზიონის თამაშების განრიგი





ჩვენ








