„მოსე“ წავიდა...
„მოსე“ წავიდა...
05.03.2020
ავტორი: კალათბურთის ფედერაციის ინფორმაცია

კალათბურთის სამყარო ლევან მოსეშვილს 8 მარტს თბილისის ოლიმპიური სასახლიდან ბოლო გზაზე გააცილებს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია, ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, "დინამო თბილისის" უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი - ლევან მოსეშვილი.


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.


პანაშვიდი: 6 და 7 მარტს. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი 75, პირველი სადარბაზო, მე-8 სართული

გამოსვენება: 8 მარტს, 14:00 საათზე, თბილისის ოლიმპიური სასახლიდან (უნივერსიტეტის ქ. 15ა)


ტიტულები და მიღწევები:

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)

ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962

სსრკ ჩემპიონი: 1968

სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969

სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965

სსრკ თასი: 1969

სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959

სპორტის რაინდი - 2012

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი - 2015

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი