
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, მალტაში, ევრო 2021-ის ჯგუფური ეტაპის მორიგი საკვალიფიკაციო შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, მინიმალური ანგარიშით 2-1 დასრულდა.
„ნამდვილად, დასანანი წაგება იყო. გოგოებმა თავი არ დაზოგეს და მაქსიმალურად იბრძოლეს. თამაშიდან გამომდინარე, ალბათ, ფრე, ლოგიკური შედეგი იქნებოდა. წარუმატებლობას, მსაჯებს არასდროს ვაბრალებ და პირველ რიგში, მარცხის შემდეგ, საკუთარ თავში ვეძებ თუ, რა შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო. თუმცა, ერთ შემთხვევაში, მსაჯმა აშკარად არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე აგვიწია, მაშინ, როდესაც ხატია ჭყონია მეკარესთან ერთი-ერთზე გავიდა. ამ მომენტში ანგარიში ჯერ 0-0 იყო", - ამბობს ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი TSFF.GE-სან საუბრისას.
სწორედ, ამ მომენტიდან მალევე, მალტელებმა ანგარიშის გახსნა მოახერხეს. ქართველებმა გოლი, შეხვედრის მე-17 წუთზე გაუშვეს, 1-0. პირველ ტაიმში რამდენჯერმე კარგად ითამაშა, ჩვენი გუნდის მეკარემ თეონა სუხაშვილმაც. თუმცა, მეორე ტაიმის საწყის წუთებში, ჩვენს კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა და მასპინძლები 2-ბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ 2-0. მიუხედავად, ამისა საქართველოს ნაკრები ცდილობდა მოწინააღმდეგისთვის ქულები წაერთმია და შეხვედრის 76-ე წუთზე, ხატია ჭყონიამ მაინც მოახერხა გოლის გატანა. გოლი, საქართველოს 2019 წლის ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ქალმა ფეხბურთელმა საჯარიმო დარტყმით გაქვითა, 2-1.
საქართველო: თეონა სუხაშვილი, ნინო პასიკაშვილი, ტატა მატვეევა, ლელუ ჭიჭინაძე, ხატია ჭყონია, თამარ ტატუაშვილი, თამარ ქველიძე (66' გვანცა ქადაგიშვილი), ნინო სუთიძე, თეონა ბაქრაძე (57' ანა ჩემინავა), თეონა თოდაძე, ელენ რაუხი.
გაფრთხილება: 33' ტატა მატვეევა, 89' ნინო სუთიძე
მსაჯები: არაკსია საიბეკიანი (მთავარი მსაჯი), ლიანა გრიგორიანი, კრისტინე გრიგორიანი, მეოთხე მსაჯი სოფიკ ტორისიანი (ყველა სომხეთი)
ლევან ბაჯელიძის გუნდი, 7 მარტს, ისრაელში გაემგზავრება, სადაც 10 მარტს, რიშონ ლე-ციონში, ევრო 2021-ის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩს გამართავს, ამჯერად ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ. მარტის ფანჯრის შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებს ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში 3 შეხვედრაღა რჩება გასამართი და ყველას თამაში, ჩვენს გოგონებს საქართველოში მოუწევთ.
მალტის ფეხბურთის ასოციაციის ფოტო @Joe BORG





ჩვენ








