მოძველებული დაფით მსოფლიო ფორუმზე
მოძველებული დაფით მსოფლიო ფორუმზე
26.01.2013
ავტორი: www.niamori.ge

კანადურ სთონჰემში სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.  17 იანვრის შემდეგ იქ უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულები Slopestyle, Halfpipe, Snowboardcross, Parallel GS და ახლა მხოლოდ ერთ Parallel Slalom-ში გამარჯვებულები დარჩნენ გამოსავლენი. FIS-ის ეგიდით მიმდინარე ამ ფორუმში, ქართველი რევაზ (მალხაზ) ნაზღაიძეც მონაწილეობს. გუდაურელმა სპორტსმენმა, რომელიც PGS-ში ასპარეზობს 50-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ქულა ვერ აიღო. 

ამ შეჯიბრამდე რამდენიმე დრით ადრე, მალხაზმა მონაწილეობა მიიღო კიდევ ერთ ტურნირში,  Nor-Am Cup-ის გათამაშებაში, სადაც მამაკაცთა შორის PGS-ში  38-ე ადგილი და 9.55 ქულის დაგროვება მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მალხაზ ნაზღაიძე 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური ლიცენზიისთვის იბრძვის. ამ ეტაპისთვის ქართველ სპორტსმენს, 100 დასაგროვებელი მინიმალური ქულიდან 60 უკვე აქვს. სალიცენზიო ქულებისთვის მალხაზი ყველა ტურნირზე აპირებს გამოსვლას, თუმცა აღსანიშნავია, რომ სხვა სნოუბორდერებისგან განსხვავებით, ქართველი სპორტსმენების შედეგებზე, სპორტის ამ სახეობაში მოძველებული აღჭურვილობაც ახდენს გავლენას.