საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, სუპრთასის მფლობელი გაირკვევა
საკალათბურთო სუპერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, სუპრთასის მფლობელი გაირკვევა
11.10.2017
ავტორი:

საკალათბურთო სუპერ თასის 2017 -18 წლების მფლობელის ვინაობა ხვალ, 12 ოქტომბერს გაირკვევა. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი" და საქართველოს თასის მფლობელი „ქუთაისი 2010" გაითამაშებენ. შეხვედრა, ოლიმპიურ (ახალ სპორტის) სასახლეში, 18:00 დაიწყება.

2017 წლის ახალ სეზონზე ეს „დინამოსა" და „ქუთაისის" მეორე დაპირისპირება იქნება. შეგახსენებთ, ეს გუნდები 5 ოქტომბერს, ამავე დარბაზში, დუდუ დადიანის მემორიალის ნახევარფინალში შეხვდნენ ერთამენეთს. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, „დინამომ", რომელიც თითქმის მთელი თამაში ლიდერობდა, ბოლო წუთებზე მოახერხა გამარჯვება.

 შეგახსენებთ, რომ სუპერთასის სეზონის დასაწყისში გადმოტანა შარშან დამკვიდრდა. მანამდე აღნიშნული ტიტული სეზონის ბოლოს - ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდებოდა. „დინამომ" და „ქუთაისმა" წინა სეზონის ყველა ტიტული ერთმანეთში გაინაწილეს და დარჩა 1 - სუპერთასი, რომლის მფლობელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში 12 ოქტომბერს გაირკვევა.

რაც შეეხება რეგულალურ საკალათბურთო პირველობას, სუპერლიგა 2017-2018 სტარტს, 14 ოქტომბერს აიღებს.