საქართველო vs ესტონეთი 1-1
საქართველო vs ესტონეთი 1-1
06.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

დღეს, თბილისში, ალექსანდრე მეტრეველის სახელობის „მზიურის" კორტებზე დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფის პლეი-ოფის მატჩის პირველ საასპარეზო დღე იყო. საქართველოსა და ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს შორის, ჯერჯერობით საყაიმო ანგარიშია 1-1.


დღევანდელი დღის პირველ მატჩში, როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვებას მიაღწია ნიკოლოზ ბასილაშვილმა. საქართველოს ნომერმა პირველმა ჩოგანმა, რომელიც ხელის ტრავმის გამო არაა სათანადო ფორმაში, მარტივად მოახერხა ვლადიმირ ივანოვის დამარცხება 6-4, 6-1.


მომდევნო შეხვედრაში კი, ალექსანდრე მეტრეველი კრისტიან ტამს დაუპირისპირდა. დაძაბული დაპირისპირება, ესტონელი ჩოგბურთელის გამარჯვებით, 4-6, 6-4, 3-6 დასრულდა.


ხვალ, 7 მარტს, „მზიურში" ასპარეზობა 10:00 საათიდან განახლდება. წყვილთა თანრიგში,  ზურა ტყემალაძისა და გიორგი ცივაძის დუეტი, ვლადიმირ ივანოვისა და მატიას სიიმარის წყვილს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრის დასრულებისთანავე კი, მესამე და მეოთხე ერთეულთა მატჩები გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ „დევისის თასზე", „მზიურში" გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.