ფიგურული ციგურაობა - გამოწვევა ქართულ სპორტში
ფიგურული ციგურაობა - გამოწვევა ქართულ სპორტში
07.03.2020
ავტორი: თ.ჯ.

საქართველოს ფიგურული მოციგურავეები ესტონეთში მიმდინარე იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობენ. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მასალებზე დაყრდნობით მივყვეთ ტურნირის მიმდინარეობას.  აქ, მოვლენებს, ოდნავ წინ გადავასწრებთ და გეტყვით, რომ დრეს, 7 მარტს, მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილს, 2019 წელს, იტალიაში მოხდენილი ფურორის შემდეგ, კვლავ აქვს შანსი მსოფლიოს თავი შეახსენოს. პირად კარიერაში კი, იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვოს.


ტურნირამდე გამოქვეყნებული რეიტინგები


საერთაშორისო საციგურაო კავშირი ყოველწლიურად ადგენს მოციგურავეთა მსოფლიო რეიტინგს, რომელიც სპორტსმენთა მიერ ოლიმპიურ თამაშებზე, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, გრან პრის ეტაპებზე და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე საპრიზო ადგილებითა და დაგროვილ ქულათა ჯამით განისაზღვრება.


სწორედ, ეს რეიტინგული პოზიცია განსაზღვრავს ჩემპიონატებზე სპორტსმენთა მოკლე პროგრამაში გამოსვლის პრიორიტეტს.


ტალინში დაგეგმილ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს რეიტინგულ ნუსხაში სპორტულ ცეკვებში წამყვან პოზიციაზეა მარია კაზაკოვა და გიორგი რევია მოხვდნენ, როგორც ჩემპიონატის ფავორიტები. წყვილი,  იუნიორთა შორის მსოფლიო რეიტინგულ სიაში 2027 ქულით 1 ადგილზეა.  2019 წლის გრან პრის ფინალზე მოპოვებული ოქროს მედალი და 174, 90 ქულა კი, ქართული  წყვილისათვის სეზონის საუკეთესო მაჩვენებელია.


ტალინის მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძეც საკმაოდ მაღალი რეიტინგული მაჩვენებლით იწყებს. იუნიორთა შორის, მსოფლიო რეიტინგში ჯამური 1210 ქულით, ალინა ურუშაძე, აზერბაიჯანელი და ამერიკელი მოციგურავეების შემდეგ, მესამე პოზიციაზეა. მის საუკეთესო შედეგად,  2020 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე  მოპოვებული 179, 50 ქულაა მიჩნეული.

 

ასპარეზობის პირველი დღე


იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო ვაჟთა კატეგორიაში. მოკლე პროგრამაში, 34 მონაწილე მოციგურავეს შორის მე-2 სასტარტო ნომრით იასპარეზა ქართველმა სპორტსმენმა ნიკა ეგაძემ. ნიკასთვის, ორწლიანი პაუზის შემდეგ ტალინის ჩემპიონატი პირველი სერიოზული სტარტი იყო. მან, ფაქტობრივად უშეცდომოდ შეასრულა ყველა ტექნიკური ელემენტი, მათ შორის ეორმაგი აქსელის, სამმაგი რიტბერგერისა და სამმაგი ლუცის სამმაგ ტულუპთან კომბინაციები და ქულათა 58.22 ჯამით თავისუფალ პროგრამაში, კვალიფიცირებულ 24 მონაწილეს შორის გამოსვლის უფლება მოიპოვა.




ჩემპიონატის პირველი სატურნირო დღის მეორე ნაწილში საასპარეზოდ ჩაერთო 16 სპორტული წყვილი და მათ შორის ქართველი მოციგურავეები ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავა. მათთვის, ეს გამოსვლა სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი იყო, ამიტომაც მოკლე პროგრამის 55,96 ქულით მე- 7 პოზიციაზე დასრულება ნამდვილად კარგი შედეგი იყო ახალბედა სპორტსმენებისათვის.


ბუტაევა- ბერულავას წყვილის მიერ შესრულებული 7 სავალდებულო ელემენტიდან, მსაჯთა ტექნიკურმა პანელმა 3 ელემენტი მე-4 დონის სირთულით შეაფასა, მათ შორის ყველაზე რთული ტექნიკური ელემენტად - აგდება ტრიალში. ასეთი მაღალი დონით, მხოლოდ ბუტაევა-ბერულავასა და ჩემპიონატის ლიდერ წყვილს, რუსეთის ჩემპიონებს პანფილოვა- რილოვს დაუფიქსირდა.


ასპარეზობის მეორე დღე


სპორტულ ცეკვებში მოასპარეზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, რითმული ცეკვის შემდეგ 69,98 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და სულ რაღაც 0.05 ქულით ჩამორჩება პირველ პოზიციაზეა მყოფ  წყვილს - რუსეთის ჩემპიონები სპორტულ ცეკვებში. რითმული ცეკვის მაჩვენებლით, მარია კაზაკოვა და გიორგი რევია დაჯილდოვდა მცირე ვერცხლის მედლებით.


საკმაოდ მაღალი კონკურენციაა სპორტულ ცეკვებში, რომელსაც ერთდროულად ის ხუთი წყვილი ქმნის, რომლებიც მსოფლიო რეიტინგში წამყვან პოზიციაზე არიან, თუმცა ჩემპიონატის ფავორიტებად კვლავ რჩება კაზაკოვა-რევიასა, ასევე რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარმოდგენილი წყვილები.


7 მარტს, ჩემპიონატის ბოლო სატურნირო დღეს, გაირკვევა სპორტულ ცეკვებში იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონისა და პრიზიორების ვინაობა . ქართველ წყვილს მარია კაზაკოვასა და გიროგი რევიას დიდი შანსი აქვთ ამ სერიოზული კონკურენციის პირობებში ყველაზე მაღალი სინჯის მედლების მოპოვებისა.


სპორტული წყვილების კატეგორიაში წელს პირველად საქართველო,  ალინა ბუტაევასა და ლუკა ბერულავას წყვილმა წარმოდგინა. მათთვის ეს ჩემპიონატი სადებიუტოა. ამდენად, 16 სპორტულ წყვილს შორის,  მე-7 პოზიცია (153,17 ქულით), საკმაოდ დამაიმედებელ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. სპორტულ წყვილთა კატეგორია ყველაზე რთული, ტრავმულად საფრთხის შემცველი სეგმენტია ფიგურული ციგურაობის სხვა სახეობებთან შედარებით, რადგან პროგრამა რთული ტექნიკური ელემენტების პარალელურად შესრულებას ითვალისწინებს. იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის  მე-7 ადგილით, ალინა ბუტაევა და ლუკა ბერულავამ მომავალი წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს 2 საგზური მოუტანეს.





ასპარეზობის მესამე დღე


იუნიორთა შორის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე სატურნირო დღეს მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა, ამჯერად ვაჟებს შორის. 34 მონაწილეს შორის ასპარეზობდა ქართველი მოციგურავე ნიკა ეგაძე, რომლისთვისაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტალინის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი სერიოზული სტარტი იყო  ტრავმებით გამოწვეული პაუზის შემდეგ.


ნიკამ, მოკლე პროგრამის შემდეგ, თავისუფალ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიიღო.  თავისუფალ პროგრამაში კი, ორი ოთხმაგი ნახტომის შეასრულა. გამოსვლა,  63, 78 ქულით შეფასდა. ტექნიკურ ნაწილში მე-9 მაჩვენებელი, ევროპის ქვეყნებს შორის 180, 66 ქულით მე-10 პოზიცია დაიმსახურა. ნიკამ , საბოლოო მე-18 ადგილი დაიკავა, რაც პირადად მისი და მასთან მომუშავე გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგია.

 

 

მასალა მომზადებულია საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის მასალების მიხედვით