
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს დილით, მალტიდან ისრაელში ჩავიდა. კორონა ვირუსთან დაკავშირებული გამკაცრებული ზომების მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ყველა მოთამაშემ და დელეგაციის წარმომადგენლებმა უპრობლემოდ გადალახა ისრაელის საზღვარი და ქალაქ რიშონ ლე-ციონში, Grand Beach Hotel-ში დაბინავდა. შეგახსენებთ, რომ კორონა ვირუსთან დაკავშრებით ისრაეილმა რამდენიმე ქვეყანასთან პირდაპირი ფრენები შეაჩერა. თუმცა, ქვეყნის საზრღვრების გადალახვის ნებართვას არც იმ მოქალაქეებს აძლევს, რომლებიც ბოლო 2 კვირის მანძილზე, დროებით "აკრძალულ" ქვეყნებში იმყოფებოდნენ.
„სამწუხაროდ, ნაკრების ორი ძირითადის ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი ტატიანა მატვეევა და თამარ ქველიძე დაგვაკლდებიან, რადგან ისინი, ესპანეთში და გერმანიაში თამაშობენ. ამ ქვეყნებში ნამყოფებს კორონავირუსის გამო, ისრაელი არ უშვებს თავის ქვეყანაში. გუნდი დღეს ჩავედით ისრაელში ფეხბურთელები დაისვენებენ და აქაური დროით 17:00 ვივარჯიშებთ", - აღნიშნა TSFF.GE-სთან საუბარში ლევან ბაჯელიძე, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.
დღესვე მოგვიანებით, საქართველოს ნაკრები, ისრაელში პირველ ვარჯიშს გამართავს. ევრო 2021-ის მორიგ საკვალიფიკაციო მატჩში კი 10 მარტს ისრაელის ქალთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
აღნიშნული თამაშისთვის საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი (ნიკე, თბილისი); მცველები: ნინო სუთიძე (კვარტალი, თბილისი), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ კალანდაძე (ლანჩხუთი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), გვანცა ქადაგიშვილი (კვარტალი, თბილისი), ელენე რაუხი (გერლ ფაუერი, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი); ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (კვარტალი, თბილისი), თეონა თოდაძე (ლანჩხუთი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარი გუჯუ, თურქეთი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ანა ჩემინავა (ჟალგირისი, ლიეტუვა), ნათია დანელია; თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე (ნიკე, თბილისი), ხატია ჭყონია (ლანჩხუთი)
მარტის „სანაკრებო ფანჯრის" შემდეგ, საქართველოს ქალთა ნაკრებს ევრო 2021-ის შესარჩევ ციკლში 3 შეხვედრაღა რჩება გასამართი და ყველას თამაში, ჩვენს გოგონებს საქართველოში მოუწევთ.





ჩვენ








