
ორი „დინამოს" დერბით „დინამო არენაზე" , დღეს, საქართველოს ეროვნული ლიგის მეორე ტური დასრულდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა, „დინამო თბილისმა" 2020 წელს გამართულ შეხვედრებს შორის, ამ ეტაპზე, საუკეთესო მატჩი ჩაატარა და შეიძლება ითქვას, ქულები დაკარგა. თუმცა, თბილისელთა თამაში, რომელსაც ისევე, როგორც ბათუმელებს რამდენიმე თვეში, უეფა-ს ევროთასებზე მოუწევთ თამაში, არათუ სასურველი, არამედ ჯერ კიდევ შორს არის კარგისგან. ბუნებრივია, ამას ორივე გუნდში ტრავმირებულთა რაოდენობაც ემატებოდა. თბილისელებს კი, რეალურად 2020 წლის 29 თებერვლიდან, სამივე შეხვედრაში, ფორვარდის გარეშე უწევთ თამაში.

ამ ჩამოთვლილის გათვალისწინებით, მატჩი, თბილისელთა მცირედი ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და პირველ ტაიმში მიხელ ალავიძესაც საკმაოდ მიუხდა გარჯა. თუმცა, გია გეგუჩაძის გუნდმა, თამაში მეორე ტაიმში დაალაგა და პირველმა მოახერხა, ამ შეხვედრაში გოლის გატანა. თბილისელთა ახალი მეკარის, როინ კვასხვაძის კარი, ტრადიციულმა და პრინციპულმა მოწინააღმდეგემ, ყოფილმა დინამოელმა (ამჟამად, ბათუმის დინამოელმა) ჯაბა ჯიღაურმა აიღო. ბათუმის „დინამო", შეხვედრის 50-ე წუთზე დააწინაურა, 0-1. თუმცა, 5 წუთში, მასპინძელი დინამოელები, რომლებიც პირველ ტაიმთან შედარებით, უფრო ბურთის ფლობით გამოირჩეოდნენ ვიდრე მწვავე შეტევებით, მაინც ახერხებენ ანგარიშის გაქვითვას. 11 მეტრიანით გოლი, ნიკა ნინუამ გაიტანა, 1-1. მატჩის დასასრულს, მასპინძლებმა 3 საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. თავის მხრივ, თბილისელთა კარი, როინ კვასხვაძემაც იხსნა. ასეა თუ ისე, ეს შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა და ამ გუნდების „დავა" მომდევნო წრეებში გადაიდო.

თბილისის „საბურთალო", რომელმაც, 2020 წელი ქვეყნის სუპერ თასის მოგებით და შემდეგ უკვე, ჩემპიონატის მატჩშიც მიაყოლა ერთი გამარჯვება, ქულებს, გათამაშების დებიუტანტთან, „მერანთან" კარგავს. თავის მხრივ, მეორე შეხვედრაა, „მერანი" კარის მშრალად შენახვას ახერხებს. თმაში ფრედ, 0-0 დასრულდა. საბურთალოელო ლევან კაკუბავას შემდეგ, რომელმაც ეროვნული ლიგის პირველ ტურში მიიღო ტრავმა, მეორე ტურის მატჩში გიორგი კოხრეიძეც მიემატა. „გიორგი კოხრეიძისა და ლევან კაკუბავას ტრავმებს - კაკუბავას კოჭის ტრავმა აქვს და ორი-სამი კვირით გამოგვაკლდა. გიორგი კოხრეიძე თამაშის მიმდინარეობისას დაშავდა და ექიმები რამდენიმე დღეში გვეტყვიან რამდენად რთულია ფეხბურთელის მდგომარეობა", - განაცხადა მატჩის დასრულების შემდეგ საბურთალოელთა მთავარმა მწვრთნელმა თემურ შალამბერიძემ.

კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც ზაფხულში უეფა-ს ევროტურნირებზე მოუწევს თამაში, თბილისის „ლოკომოტივია". ლევან კორღალიძის შეგირდები, ეროვნული ლიგის 2 ტურის შემდეგ, ორ ტურში 6 გოლის გატანას და 6 ქულის დაგროვებას ახერხებენ. ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძე კი, ამ ეტაპზე 4 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიის სათავეშია. თუმცა, ისევე, როგორც „ლოკო" სატურნირო ცხრილის სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ საჩხერის „ჩიხურასთან" შეხვედრაში, ანგარიში 30-ე წუთზე საჩხერლებმა გახსნეს 11-მეტრიანით 1-0, „ლოკომოტივმა" 6 წუთში წონასწორობა აღადგინა, 1-1. მეორე ტაიმში, კიდევ ერთი გოლი გაიტანა, ამჯერად 11-მეტრიანით და ბოლოს, მეტოქის ავტოგოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 1-3.

კახა კაჭარავას „სამტრედიამ" მე-13 წუთზე გატანილი გოლის წყალობით, ქუთაისის „ტორპედოს" დამარცხება შესძლო, 1-0. ამ შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლიც 11-მეტმეტრიანი დარტყმით გავდა და ის, ზუსტად ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა.

9 ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა თელავში, გოგა კიკაჩეიშვილს. ეროვნული ლიგის დებიუტანტ, „თელავსა" და გორის „დილასთან" მატჩში, ვითარება შეხვედრის მიწურულს დაიძაბა, რის გამოც, მთავარ მსაჯს, არა მხოლოდ ფეხბურთელების, არამედ სათადარიგო სკამიდანაც მოუწია ხალხის გაძევება. მასპინძლებმა, ამ შეხვედრაში ანგარიში 11-მეტრიანით გახსნეს და ამით, საკუთარ სახლში ასპარეზობის გარდა, სათამაშო უპირატესობაც გაიმყარეს. მატჩი, ალბათ, „თელაველთა" გამარჯვებითაც დასრულდებოდა, მითუმეტეს, რომ ფინალური ნაწილის თამაში მათ კაცნაკლულ „დილასთან" მოუხდათ. თუმცა, გია ნემსაძის ფეხბურთელებმა კაცნაკლულებმაც შესძლეს მატჩის გადარჩენა და კახეთიდან, ქართლში 1 ქულის წამოღება. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა.
სატურნირო ცხრილი
მომდევნო ტური 11 და 12 მარტს გაიმართება
გამოყენებულია „საბურთალოს", „ლოკომოტივის", „სამტრედიისა" „თელავის" ფოტოები





ჩვენ








