
No pre-match handshake at UEFA matches - რაც ქართულად იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო მატჩების წინ ხელის ჩამორთმევის წესი, დროებით იცვლება.
ამ გადაწყვეტილების შესახებ, დღეს უეფა-ს ოფიციალური საიტი იტყობინება. უეფა-ს მედია პორტალზე რეგისტრირებულ მედიას, დღეს აღნიშნული ინფორმაცია FAME-ის საშუალებით მიუვიდა.
უეფა-ს ეგიდით გამართულ მატჩებზე ხელის ჩამორთმევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე იზღუდება. ეს შეზღუდვა, ძალაში იქნება იმ დრომდე, ვიდრე WHO აზრს არ შეიცვლის. აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზეზი, COVID-19-ის გადაცემის საფრთხის თავიდან აცილებაა.
უეფა-მ გუნდებს აცნობა, რომ ხელის ჩამორთმევის ცერემონია, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდების მისალმების ტრადიციული ნაწილია, ფეხბურთის ევროპული მმართველი ორგანიზაციის მომდევნო განკარგულებამდე იმოქმედებს. მოწინააღმდეგეები არც ერთმანეთს და აღარც მსაჯებს, დროებით, ამ ფორმით აღარ მიესალმებიან.
წყარო: uefa.com





ჩვენ








