
იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, 10 მარტს, ადგილობრივი დროით 14:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ეს იქნება ვიდეო-კონფერენცია, FIGC-ის საბჭოს ვიდეო-კონფერენცია, რომელზეც მედიის წარმომადგენლებს არ დაუშვებენ. აღნიშნული ღონისძიების დასრულების შემდეგ, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია მედიის წარმომადგენლებს აფრთხილებს, რომ ამ დღეს, ტრადიციული პრეს-კონფერენცია არ გაიმართება. უფრო მეტიც, ვიდო-კონფერენციის დროს, ტელევიზიისა და პრესის წარმომადგენლები, მათ შორის ფოტოგრაფებსაც კი არ დაუშვებენ ფედერაციის შენობაში.
საბჭოს მიმდინარეობის და გაბრიელე გრავინას, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ამსახველ ფოტო მასალას, ისევე როგორც ვიდეო-კონფერენციაზე გაკეთებულ ვიდეო-მასალას, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია, მისი დამთავრებისთანავე, ოფიციალური ვებ-გვერდის დახმარებით, დაინტერესებულ მედიას პრეს-რელიზთან ერთად მიაწვდის.
ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ვიდეო-კონფერენციის თემა COVID-19 და მის გამო, იტალიაში შექმნილი უმძიმესი ვითარებაა, რომლის გამოც გადაწყდა სერია A-ს თამაშები, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაიციის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა, ყევალზე მაღალია ევროპაში და ამ დროისათვის 9172 შემთხვევაა დაფიქსრებული. აქედან 1797 ახალი შემთხვევა, დაღუპულია 463 (97 ახალი), 724 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
წყარო და ფოტო FIGC





ჩვენ








